გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის მკვლევარებმა შეისწავლეს, თუ როგორ იცვლებიან მოზარდები. მათი მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თანამედროვე ბავშვებს უფრო მაღალი სხეულის სიგრძე და წონა აქვთ.
მთავარი ტენდენცია მთელ მსოფლიოში, არის სხეულის ზომის ზრდა: ბავშვების სიგრძე, წონა და გულმკერდის გარშემოწერილობა.90-იან წლებში მეცნიერებმა აღნიშნეს მოზარდების გარშემოწერილობის შემცირებაზე საუბრობდნენ. ამის საპირისპიროდ, თანამედროვე ბავშვებად ზრდა-განვითარების უფრო მაღალი მაჩვენებლები და დაჩქარებული ბიოლოგიური მომწიფება აქვთ.
თუ 1920 წელს მენარქეს ასაკი (პირველი მენსტრუაცია) გოგონების ბიოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი, საშუალოდ 15 წელი იყო, ახლა უკვე 12 წელი და 9 თვეა. შემდეგი ტენდენცია, მეცნიერის აზრით, არის ფიზიკური განვითარების ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილება. ის გულისხმობს ცვლილებებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაში. ახლა არის ძალიან დიდი ცვალებადობის კოეფიციენტი არტერიული წნევის მაჩვენებლების განაწილებაში: არიან დაბალი და მაღალი წნევის მქონე ბავშვები, ეს ჯგუფები გაიზარდა.
გარდა ამისა, თანამედროვე ბავშვებში კუნთების ძალა მკვეთრად შემცირდა. ამ მხრივ, ახლა ყველა აქტივობა, რომელიც უკავშირდება ახალგაზრდა თაობის ფიზიკურ მომზადებას, მის გაზრდას ისახავს მიზნად. იცვლება ფილტვების სასიცოცხლო ტევადობაც და ის შემცირებისკენაა. მეცნიერების ნაწილი ამას კოროვირუსული ინფექციით ხსნის.