ბავშვების თვალის ჯანმრთელობა მათი სწავლისა და განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ბავშვები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვთ. რეგულარული შემოწმება ადრეულ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა გამოვლინდეს მხედველობის ისეთი დარღვევები, რომლებიც სწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გარეშე, ზრდასრულ ასაკში შეიძლება სერიოზულ პრობლემად გადაიქცეს.
ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, სადაც ბავშვები დიდ დროს ატარებენ ტელეფონებსა და კომპიუტერებთან, თვალების გადაღლა და მხედველობის დაქვეითება ხშირ პრობლემად იქცა. ბავშვების თვალები განსაკუთრებით მძლავრ დატვირთვას განიცდიან, რაც თანამედროვე ცხოვრების წესმა გამოიწვია. გაჯეტებთან ხანგრძლივი დროის გატარება ზრდის ლურჯი სხივების მავნე ზემოქმედებას თვალზე. ეს მოცემულობა ადრეული მონიტორინგისა და სპეციალისტის კონსულტაციის აუცილებლობას მოითხოვს.
მხედველობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, 11-დან 17 ნოემბრის ჩათვლით, ოპტიკის სალონების ქსელი „აფლელუ პარიზი“ ოპტიკის კვირეულს იწყებს. განსაკუთრებული შეთავაზებები მოიცავს უფასო ოფთალმოლოგიურ კონსულტაციებსა და ფასდაკლებებს სათვალეების სრულ კოლექციაზე.
ოპტიკის კვირეულის ფარგლებში, „აფლელუ პარიზი“ გვთავაზობს უფასო ოფთალმოლოგიურ კონსულტაციებს როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვისაც. ეს უნიკალური შესაძლებლობა მშობლებს საშუალებას აძლევს, მიიღონ სანდო რჩევები პროფესიონალი ოფთალმოლოგისგან და დარწმუნდნენ, რომ მათი შვილები ოპტიმალური მხედველობით სარგებლობენ.
კონსულტაციის ფარგლებში, ოფთალმოლოგები უზრუნველყოფენ თვალის სრულ დიაგნოსტიკას და საჭიროების შემთხვევაში, დაგეხმარებიან ოპტიკური ჩარჩოს შერჩევაშიც.
ოპტიკის კვირეულის ამ ინიციატივის მიზანია მხედველობის პრობლემების ადრეული გამოვლენა და მათი პრევენცია, რაც ბავშვის მომავალ განათლებასა და ცხოვრების ხარისხზე დადებითად აისახება.
ოპტიკის კვირეულის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება „აფლელუ პარიზის“ ოპტიკურ ჩარჩოებზე -50% ფასდაკლება. მშობლებს ექნებათ უნიკალური შანსი, შეიძინონ აფლელუს მაღალი ხარისხის საბავშვო ჩარჩოები 50%-იანი ფასდაკლებით.
გარდა ამისა, ყველა სხვა ბრენდის ოპტიკური ჩარჩოების სრულ კოლექციაზე -20% ფასდაკლება იმოქმედებს.
„ აფლელუ პარიზის“ ოპტიკის კვირეული მშობლებს საშუალებას აძლევს მიიღონ კომპეტენტური რჩევები უფასოდ, რაც მეტად ამაღლებს საზოგადოების ცნობიერებას და ზრუნვას მომავალი თაობების თვალების ჯანმრთელობაზე.
„აფლელუ პარიზი“ უკვე 45 წელია ოპტიკის სფეროში წარმატებით მოღვაწეობს, რაც მას გამორჩეულ და სანდო ბრენდად აქცევს. საქართველოში ბრენდი სამი წლის წინ გამოჩნდა და უმოკლეს დროში მოიპოვა მომხმარებელთა სიყვარული და ერთგულება. მისი გამორჩეული მახასიათებლები – უმაღლესი ხარისხი, მრავალფეროვანი დიზაინები და პროფესიონალური მომსახურებაა.
„აფლელუ პარიზში“ წარმოდგენილია ექსკლუზიური ბრენდები: Alaia, Moscot, Carolina Lemke, Vivienne Westwood და სხვა. ასევე, მოქმედებს განსაკუთრებული შეთავაზება „ჩინ-ჩინ“ რომლის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ორი სათვალე ერთის ფასად – შეარჩიოს სასურველი მოდელი და მიიღოს მეორე, აფლელუს კოლექციიდან, საჩუქრად.
R