სამი ბიჭის დედა მეგან ფოქსი მეოთხე შვილს ელოდება - რატომ აცმევს ბიჭებს გოგოებივით და რას ამბობს მორიგ ორსულობაზე? - მშობლები

სამი ბიჭის დედა მეგან ფოქსი მეოთხე შვილს ელოდება - რატომ აცმევს ბიჭებს გოგოებივით და რას ამბობს მორიგ ორსულობაზე?

2024-11-12 08:45:27+04:00

ჰოლივუდის ვარსკვლავი მეგან ფოქსი ზუსტად ერთი წლის წინ წერდა მტკივნეული ამბის შესახებ - მას მუცელი მოეშალა და ისე განიცდიდა, ლექსების მთელი კრებული მიუძღვნა ამ განცდას. ამ თემაზე ღიად წერდა და ემოციებსაც ყველას უზიარებდა. მოგვიანებით კი წაშალა პოსტები სოც-ქსელებიდან და ინტერვიუებზეც უარს ამბობდა. და აი, ერთი წლის შემდეგ პროვოკაციული ფოტოებით გამოჩნდა და საზოგადოებას ამცნო, რომ მალე მეოთხე შვილის დედა გახდება.

"არაფერი და არასდროს იკარგება სამუდამოდ. კეთილი იყოს შენი უკან დაბრუნება", - მიაწერა მეგანმა ფოტოებს.

1440x1800-0x5xm4elqo-5228106705784198789-1731387320.jpg

1440x1800-0x5ay3ij0e-6507928767235543321-1731387319.jpg

ბედნიერი მომავალი მამა მეგანის ბოლო წლების ბოიფრენდია, ამერიკელი რეპერი Machine Gun Kelly, რომელსაც მსახიობი 2020 წლიდან ხვდება. წყვილი არაერთხელ დაშორდა და შერიგდა, ოჯახის ფსიქოლოგთანაც იარეს და ახლა კვლავ ერთად არიან.

3098x3872-0xac120004-2699617051676903329-1731387473.jpg2494x3515-0xijakurl0-7475944033683766205-1731387472.jpg2200x3300-0xncgwlpep-6110869418234270198-1731387472.jpg

მეგანს სამი შვილი ჰყავს მსახიობ ბრაიან ოსტინ გრინთან ქორწინებიდან. სამივე ვაჟია, თუმცა როგორც ცნობილია, მეგანი მათ ადრეული ბავშვობიდან გოგონებივით აცმევს. მან და მისმა ყოფილმა მეუღლემ არაერთხელ განაცხადეს, რომ ნებას რთავენ შვილებს გამოიყურებოდნენ ისე, როგორც მათ სურთ - მაშინაც კი, თუ ეს სხვებს არ მოსწონთ. სამივე მათგანი იმაზე გრძელ თმას ატარებს, ვიდრე მათი თანატოლები. ხანდახან მეგანი თავის მცირეწლოვან შვილებს თმის შეღებვის უფლებასაც კი აძლევს. განსაკუთრებით ნოას, ფოქსის უფროს ვაჟს, უყვარს ეს საქმე. მისი ერთ-ერთი საყვარელი ფერია ვარდისფერი და უკვე რამდენჯერმე შეიღება თმა.
megan-fox-family-ftr.jpg
ყოფილ ქმართან და შვილებთან ერთად

2823x2587-0xs71zjij7-4802093089819169356-1731387472.jpg451445328-1046780540143245-7041870258579704651-n-1731387661.jpg