ჰოლივუდის ვარსკვლავი მეგან ფოქსი ზუსტად ერთი წლის წინ წერდა მტკივნეული ამბის შესახებ - მას მუცელი მოეშალა და ისე განიცდიდა, ლექსების მთელი კრებული მიუძღვნა ამ განცდას. ამ თემაზე ღიად წერდა და ემოციებსაც ყველას უზიარებდა. მოგვიანებით კი წაშალა პოსტები სოც-ქსელებიდან და ინტერვიუებზეც უარს ამბობდა. და აი, ერთი წლის შემდეგ პროვოკაციული ფოტოებით გამოჩნდა და საზოგადოებას ამცნო, რომ მალე მეოთხე შვილის დედა გახდება.
"არაფერი და არასდროს იკარგება სამუდამოდ. კეთილი იყოს შენი უკან დაბრუნება", - მიაწერა მეგანმა ფოტოებს.
ბედნიერი მომავალი მამა მეგანის ბოლო წლების ბოიფრენდია, ამერიკელი რეპერი Machine Gun Kelly, რომელსაც მსახიობი 2020 წლიდან ხვდება. წყვილი არაერთხელ დაშორდა და შერიგდა, ოჯახის ფსიქოლოგთანაც იარეს და ახლა კვლავ ერთად არიან.