რამდენად კარგად გახსოვთ ქართული ნაწარმოებები? - შეამოწმეთ თქვენი ცოდნა - მშობლები

რამდენად კარგად იცნობთ ქართულ მწერლობას? - შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

2024-11-12 14:17:41+04:00

ამ ნაწარმოებების უმეტესობა სასკოლო პროგრამაშია გათვალისწინებული და ეროვნულ საგანძურად ითვლება. დღეს გაგიზიარებთ 15 შეკითხვას მოთხრობებიდან, პოემებიდან, ლექსებიდან თუ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებიდან, რომლებიც თქვენს ცოდნას შეამოწმებს. თქვენი ამოცანაა, რაც შეიძლება, მეტი სწორი პასუხი მოაგროვოთ:

1. რომელი ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირია "ნათავადარი თეიმურაზ ხევისთავი"?

  • "სამანიშვილის დედინაცვლის"
  • "კაცია-ადამიანის?!"
  • "ჯაყოს ხიზნების"

2. ამ ნაწარმოების მთავარი გმირი აქტუალურობას არასდროს კარგავს და ყველა ეპოქაში ცოცხალია. ეს გმირი ყველა მთავრობას, ყველა იდეოლოგიას, ყველა წყობას ერგება. სიტუაციების მიხედვით იცვლის ქცევას, ხასიათს ისე, რომ თავად რაც შეიძლება მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდეს. ვისზეა საუბარი?

  • ყვარყვარე თუთაბერზე
  • სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილზე
  • ლუარსაბ თათქარიძეზე

3. დაასახელე ნაწარმოები, რომელსაც წინ შემდეგი სიტყვები უძღვის: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს - პირს უკანაო"

  • "დარისპანის გასაჭირი"
  • "მგზავრის წერილები"
  • "კაცია-ადამიანი?!"

4. დაასახელეთ პოემა, რომლის მთავარი გმირი შემდეგ სიტყვებს ამბობს:

" დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა,მითაც მე ვერ ვუღალატებ, ვფიცავ ღმერთს, ქმნილი იმისა."

  • "სტუმარ-მასპინძელი"
  • "ალუდა ქეთელაური"
  • "გამზრდელი"

5. ჩასვით გამოტოვებული სიტყვა: "ნაცვალი თუ იასაული— რაც გინდ დიდი საქმე ჰქონოდათ, — … ეზოში ვერ გაიწაწანებდნენ, და თუ როგორმე გაჰბედავდნენ, ისეთს ალიაქოთს ასტეხდა, რომ ბედსა და თავს დააწყევლინებდა."

  • ოთარაანთ ქვრივის
  • დათა თუთაშხიას
  • ლიმონა დევდარიანის

6. ეს ავტორი გაღარიბებული თავადაზნაურების შესახებ ხშირად წერდა. მისი ნაწარმოებების მთავარი გმირების ამპარტავნება, პირველ ჯერზე, ღიმილს იწვევს, თუმცა შემდეგ გასაჭირსა და სიღარიბეზე დაფიქრება - სიბრალულს. ვისზეა საუბარი?

  • დავით კლდიაშვილზე
  • ვაჟა-ფშაველაზე
  • გალაკტიონ ტაბიძეზე

7. დაასახელეთ პოემა, სადაც შემდეგი სიტყვები გვხვდება:

"თუ ყვავი ვარდსა იშოვებს, თავი ბულბული ჰგონია;"

  • "აჩრდილი"
  • "ვეფხისტყაოსანი"
  • "გველის -მჭამელი"

8. ვინ არის შემდეგი სიტყვების ავტორი:

"სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი;

მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი.

სხვას ყველას მახე უგია, თავისა გასაყოფელი;

თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი."

  • ილია ჭავჭავაძე
  • აკაკი წერეთელი
  • დავით გურამიშვილი

9. ვინ არის "აბო თბილელის წამების" ავტორი?

  • გიორგი მერჩულე
  • იოანე საბანისძე
  • იაკობ ცურტაველი

10. რომელ ქართულ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებშია შემდეგი სიტყვები: "ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?!"

  • "ევსტათი მცხეთელის მარტვილობა"
  • "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება"
  • "შუშანიკის წამება"

11. ვინ არის შემდეგი სიტყვების ავტორი:

"წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად, აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად; აქ ლბილსმდელოზედ სანუგეშოდვინამე ცრემლით, აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;"

  • ნიკოლოზ ბარათაშვილი
  • პაოლო იაშვილი
  • ტიციან ტაბიძე

12. რომელი პოემა იწყება შემდეგი სიტყვებით:

"მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად,

მერცხლის ბუდედ რაღაც მოსჩანს;

თვალთ ისარი, შენატყორცნი,

ვერ არჩევს მის სიგრძეს და განს."

  • "ალუდა ქეთელაური"
  • "ბახტრიონი"
  • "გამზრდელი"

13. რომელი პოეტის ლექსშია შემდეგი სიტყვები:

"მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი,

და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.”

  • გალაკტიონ ტაბიძის
  • ვალერიან გაფრინდაშვილის
  • მირზა გელოვანის

14. ვის ეკუთქვნის ლექსი "გოგჩა"?

  • გრიგოლ ორბელიანს
  • ალექსანდრე ჭავჭავაძეს
  • ნიკოლოზ ბარათაშვილს

15. დაასახელეთ ნაწარმოები, სადაც შემდეგი სიტყვები გვხვდება:

"სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი... შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ღამე იყო. ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ახლა ხომ დღეა? სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი...ადამიანი ადამიანისთვის დღეა..."

  • "სამოსელი პირველი"
  • "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"
  • "იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი"

სწორი პასუხები:

  1. "ჯაყოს ხიზნების"
  2. ყვარყვარე თუთაბერზე
  3. "კაცია-ადამიანი?!"
  4. "სტუმარ-მასპინძელი"
  5. ოთარაანთ ქვრივის
  6. დავით კლდიაშვილზე
  7. "ვეფხისტყაოსანი"
  8. დავით გურამიშვილი
  9. იოანე საბანისძე
  10. "შუშანიკის წამება"
  11. ნიკოლოზ ბარათაშვილი
  12. "გამზრდელი"
  13. გალაკტიონ ტაბიძის
  14. ალექსანდრე ჭავჭავაძეს
  15. "სამოსელი პირველი"