თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, 2 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს.არსებული ინფორმაციით,ისინი 23 წლის ლაშა მინდელი და 26 წლის ელენე ძინძიბაძე არიან.სავარაუდოდ წინა დღით არიან გარდაცვლილები.მეგობარმა განგაში მას შემდეგ ატეხა, როცა ლაშა სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. საქმეში პოლიცია ჩაერთო და ნაქირავებ ბინაში პოლიციამ ქალ-ვაჟის ცხედრები აღმოაჩინა.
მომხდარზე გამოძიება ოპერატიულად დაიწყო. ცხედრები სამართალდამცავებმა ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს და ახლა ექსპერტიზა დაადგენს, რა გახდა ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი. განაგრძეთ კითხვა