ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ პატარა დამიანე მონათლეს (ვიდეო+ფოტო) - მშობლები

ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ პატარა დამიანე მონათლეს (ვიდეო+ფოტო)

2024-11-13 08:29:58+04:00

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე 22 აგვისტოს გახდნენ მშობლები. წყვილი საქართველოში ჩამოვიდა, რომ ნიცას აქ ემშობიარა და ჩაჩავას კლინიკაში გაჩნდა ბიჭი, რომელსაც დამიანე დაარქვეს. ბიჭუნას დაბადებას ლამის მთელი საქართველო ელოდა. ახალბედა და ბედნიერმა მამამ სამშობიაროს ეზოში კედელზე მიაწერა შვილის სახელი, მერე კი ყველა ახალდაბადებულ ბავშვს ბურთები აჩუქა თავისი ხელმოწერით.

xvicha_kvaracxelia

xvicj1-1724319857.jpg

ამჯერად კი წყვილი საქართველოში დამიანეს მოსანათლად ჩამოვიდა. ნათლობის ტორტის ფოტო ნიცამ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. ნიცამ, რომელიც ყოფილი მოცეკვავეა, შვილის ნათლობაში იცეკვა კიდეც.

დამიანე სამთავროს მონასტერში გაქრისტიანდა. ვიდეოს საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა გვერდი ავრცელებს.

xvich-1731472590.jpg

466738116-1002107021958312-4593085155832125876-n-1731483974.jpg

"ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უცებ ვიგრძენი დიდი პასუხისმგებლობა. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა სხვანაირად აღვიქვამ ყველაფერს. ყოველ დღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, ყველას ექნება ამ ბედნიერების განცდის ბედნიერება მათ ცხოვრებაში", - აღნიშნა მამობაზე ცოტა ხნის წინ ცნობილმა ფეხბურთელმა.