ვინ არის საქართველოდან გაშვილებული გოგონა, რომელიც ისრაელში "ევროვიზიის" საგზურისთვის იბრძვის? - "მშობელია ის, ვინც გამზარდა" - მშობლები

ვინ არის საქართველოდან გაშვილებული გოგონა, რომელიც ისრაელში "ევროვიზიის" საგზურისთვის იბრძვის? - "მშობელია ის, ვინც გამზარდა"

2024-11-13 12:41:48+04:00

10 ნოემბერს, ისრაელში 2025 წელს ჩასატარებელი "ევროვიზიისთვის" კონკურსანტის შესარჩევი კონკურსი ახალი სეზონი დაიწყო, მომღერლები მთელი ქვეყნიდან და მსოფლიოდანაც კი, ჟიურის წინაშე წარდგნენ. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ნოამ, რომელმაც მაყურებლისა და ჟიურის ხმების 96% მიიღო.

"ის სიმღერისას არის თავხედი და ამავე დროს ნაზი", - წერს მის შესახებადგილობრივი მედია. როგორც ცნობილი გახდა, ნოას ქართული ფესვები აქვს. ის საქართველოში დაიბადა, თუმცა ბიოლოგიურმა დედამ ჩვილობაშივე გააშვილა.

რა არის ცნობილი ახალგაზრდა მომღერალზე?

მისი სრული სახელიანოა კელერ სინანჯი. 22 წლის გოგონაზე, რომელიც თელ-ავივიდან არის, წერენ, რომ მწერალი და კომპოზიტორია და მუშაობს რეპ და ჰიპ ჰოპ სტილში.

გოგონა საქართველოში დაიბადა. ის ფრანგული წარმოშობის ებრაელმა დედამ იშვილა და მათ შორის ძლიერი კავშირია. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო