რჩევები მამებისთვის წლების წინ ძალიან პოპულარული გახდა მიკრობლობის საშუალებით, რომლის სახელწოდებაც ასე ჟღერდა "სიცოცხლე მის ასაკში"(lifetoheryears) - აქ მამებისთვის ასობით წესი, რჩევა და რეკომენდაცია გამოქვეყნდა. მნიშვნელობა არა აქვს, გოგოს მამა ხართ თუ ბიჭის, ეს რჩევები არ ძველდება და ყოველთვის გამოგადგებათ, თუმცა ბლოგის ავტორმა ის გოგონების მამებს მამებს მიუძღვნა. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ.
- გიყვარდეს და პატივი ეცი მის დედას. ეს სხვების დასანახადაც გამოხატე. დიდი შანსია, რომ შენმა შვილმა ზუსტად ისეთი მამაკაცი აირჩიოს ცხოვრების მეგზურად, რომელიც მას ისე ექცევა, როგორც თავად ექცეოდი დედამისს.
- ყოველთვის მის გვერდით იყავი და არამარტო ფიზიკურად. გულწრფელად დაინტერესდი იმ საგნებით, რაც მას აღელვებს. მონაწილეობა მიიღე მისი ცხოვრების ყველა ეტაპში. ბავშვს ძალიან სჭირდები.
- მისთვის გმირი უნდა გახდე. ყოველდღე დაიხსენი ის გასაჭირისგან, თუნდაც ამისთვის სუპერმენივით ლურჯი მაისური და წითელი ტრიკო დაგჭირდეს.
- დატკბი მისი ცხოვრების ყველა მომენტით. დღეს რომ პამპერსით დახოხავს იატაკზე, ხვალ მანქანის გასაღებს მოგთხოვს, ზეგ კი გონზე მოსვლას ვერ მოასწრებ, ისე მიაცილებ საკურთხეველთან. ცხოვრება მიქრის, ძმაო, გაუფრთხილდი ბედნიერ წუთებს.
- ასწავლე რამე კაცური საქმე: ასწავლე ბიჭური გატაცებები - ფეხბურთი, თევზაობა, მანქანის ტარება ან ნადირობა. ამით ყოველთვის იამაყებს სხვა გოგონების წინაშე.
- აუცილებლად მოვა დრო, როცა დედასთან კამათი მოუწევს. ჭკვიანურად აირჩიე, ვის მხარეს დადგები.
- მართალი ხარ, რაღა დროს შენი დახუჭობანაა, მაგრამ... აუცილებელია.
- უყიდეთ რასაც გთხოვთ, დიახ, ეს სულელური ზიზილ-პიპილოებიც... დრო მოვა და ლეკვს მოგთხოვთ. პირდაპირ უთხარი "კარგი" და მორჩა.
- შეეშვი კომპიუტერს და არ გამოტოვო წუთები, როცა საყვარლად ბანაობს.
- ასწავლე, როგორ გამოიყენოს ფული.
- სიარულს ისწავლის თუ არა, ისეთი კედები ან ბოტასები უყიდე, როგორიც შენ გაქვს.
- ხშირად იცეკვე მასთან, მის ქორწილს ნუ დაელოდები.
- ცურვა ასწავლე
- უთხარი, რომ ძალიან ლამაზია, ყოველდღე გაუმეორე, თორემ როცა გაიზრდება, ისიც ეყოფა, ტელევიზიები და ჟურნალები რომ საწინააღმდეგოს დაუმტკიცებენ.
- მანქანაზე საბურავის შეცვლა ასწავლე. დაშვებულმა საბურავმა პანიკაში არ უნდა ჩააგდოს, თუმცა პირველივე შემთხვევისას მაინც ატირებული დაგირეკავს.
- ლაშქრობაში წაიყვანე, ბუნებაში იმდენი საინტერესო რამაა, რასაც ქალაქში ვერასოდეს იპოვი, მით უმეტეს, სახლში.
- ის ისეთივე ყოჩაღია, როგორც ნებისმიერი ბიჭი. დარწმუნდი ამაში.
- ატარე ხელით და მხრებზე შესმული. მოასწარი, სანამ შენ ძლიერი ზურგი გაქვს, ის კი პაწაწინაა.
- იცოდე, შენს სამსახურიდან დაბრუნებას სულმოუთქმელი ელოდება, ამიტომ არ დაიგვიანო.
- როცა დედას ცეკვაზე მიჰყავს, შენც წაჰყევი, მერე რა, რომ იქ სხვა მამები არ დაგხვდებიან, ამით ბევრს დაკარგავენ.
- არასდოდეს დაგავიწყდეს მისი დაბადების დღე და ყოველთვის შეუსრულე დანაპირები.
- გორგოლაჭებიან ციგურებზე სრიალი ასწავლე.
- ისე არაფერი დაამშვიდებს, როგორც მამიკოს მხარზე ქვითინი.
- საქანელაზე აქანავე, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ მისი "უფრო სწრაფად და მაღლა" შენი საზომისგან განსხვავდება.
- უნდა იცოდეს, რომ ყოველთვის შეუძლია შინ დაბრუნება.
- მოვა დრო და მშენიერ პეპელად გადაქცეული, სახლიდან გაგიფრინდება. დატკბი მისით, სანამ ჭუპრია.
- ენდე მას და როცა გაიზრდება, თავისუფლება მიეცი. აკრძალვებით ნუ დატანჯავ.
- ყოველ დაბადების დღეზე მის სახელზე წერილი დაწერე, ოღონდ მაშინ მიეცი, როცა ინსტიტუტში ჩააბარებს, ან დედა გახდება, ან როცა ჩათვლი, რომ იმ დროს ყველაზე მეტად სჭირდება.