რა ასაკიდან არის შესაძლებელი ფსტის შეტანა ბავშვთა კვების რაციონში? ფსტა (ფისტა) გემრიელი და სასარგებლო თხილეულია, რომელიც ყველა იმ საჭირო ნივთიერებითაა სავსე, რომლებიც ბავშვს განვითარების ადრეული ასაკიდან ესაჭიროება. ფსტის წარმოშობა შუა აღმოსავლეთს უკავშირდება და საუკუნეების განმავლობაში ერთ-ერთ ძვირფას თხილეულად ითვლებოდა. ეს ფაქტი გასაკვირი არ არის, რადგან ფსტას ჯანმრთელობის გასაძლიერებლად უნიკალური თვისებები გააჩნია. სასურველია, რომ ყველა ასაკის ადამიანის რაციონში შედიოდეს, რადგან ორგანიზმმა მიიღოს მაგნიუმის დღიური დოზა და ჯანსაღი ცხიმები.
არსებობს რამდენიმე ფაქტი, რომლებიც უნდა იცოდეთ ფსტის შესახებ, როდესაც ამ პროდუქტის შეთავაზებას ბავშვისთვის აპირებთ.
რატომ არის ფსტა ბავშვებისთვის სასარგებლო?
ფსტა მდიდარია ისეთი საკვები ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. მასში არსებული ჯანსაღი ცხიმები, უჯრედისი, ცილები და სასიცოცხლო ვიტამინები საოცრად კარგად მოქმედებს ბავშვის ტვინის, იმუნური და საჭმლის მომნელებელი სისტემის განვითარებაზე.
ტვინის განვითარება: ფსტაში არსებული ვიტამინები E, B6 და ჯანსაღი ცხიმები ხელს უწყობს შემეცნებითი უნარების განვითარებას. ეს საკვები ნივთიერებები აუმჯობესებს მეხსიერებისა და დასწავლის პროცესებს, რაც ეხმარება ბავშვებს განვითარების პროცესში.
იმუნიტეტის გაძლიერება: ფსტა მდიდარია ანტიოქსიდანტებით, მათ შორის ლუტეინითა და ზეაქსანტინით, რომლებიც არა მხოლოდ თვალის ჯანმრთელობას უწყობს ხელს, არამედ იცავს უჯრედებს დაზიანებისგან. ძლიერი ანტიოქსიდანტების შემცველობა აძლიერებს იმუნიტეტს და ეხმარება ბავშვებს თავიდან აირიდონ სხვადასხვა დაავადებები.
ჯანსაღი წონა და კუნთების ზრდა: ფსტა წარმოადგენს მცენარეული ცილის შესანიშნავ წყაროს - მისი შემადგენლობის 21% სწორედ ცილაზე მოდის. ხოლო მასში არსებული ჯანსაღი ცხიმები ავსებს ბავშვის ორგანიზმს ენერგიით და ხელს უწყობს კუნთების ჩამოყალიბება-განვითარებას. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ფსტა შაქრის დაბალი შემცველობით გამოირჩევა, რაც ეხმარება ბავშვის გემოვნურ რეცეპტორებს ფორმირებაში - ნაკლებად შეიყვარონ შაქრის შემცველი პროდუქტები.
ჯანსაღი მომნელებელი სისტემა: ფსტაში შემავალი უჯრედისი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, რადგან ხელს უწყობს ნაწლავში სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას. ეს პროცესი ბუნებრივად არეგულირებს ნაწლავების მოქმედებას და უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.
ძილის ხარისხის გაუმჯობესება: ფსტაში შემავალი მაგნიუმი, ვიტამინი B6 და პროტეინი ჯანსაღი ძილისთვის საუკეთესო კომბინაციას ქმნის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფსტა შეიცავს მელატონინს - ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომელიც ბავშვებში მშვიდ და ხარისხიან ძილს უწყობს ხელს.
როდის და როგორ უნდა შესთავაზოთ ფსტა ბავშვებს?
ფსტის გაცნობა ჩვილებისთვის უსაფრთხოდ შესაძლებელია დაახლოებით 6 თვის ასაკიდან, თუკი მას კარაქის სახით მიაწვდით.
ბავშვებისთვის ფსტის შეთავაზებისთვის რამდენიმე იდეა არსებობს, აღნიშნულ სტატიაში განხილულია რამდენიმე მათგანი:
მთავარია, გახსოვდეთ, რომ ჩვილებისა და პატარა ბავშვებისთვის ფსტა ყოველთვის უნდა იყოს კარგად დაფქული ან დაფშვნილი, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და სასიამოვნო კვების პროცესს.
12 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის კი გიზიარებთ მარტივ, ჯანსაღ და გემრიელ რეცეპტს, რომელშიც ფსტა მთავარი ინგრედიენტია.
ბანანისა და ფსტის სმუზი ბავშვებისთვის
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
დააბლენდერეთ შემდეგი ინგრედიენტები: ბანანი, იოგურტი, ფსტა, რძე და თაფლი. უნდა მიიღოთ რბილი და კრემისებრი მასა. თუ სქელი კონსისტენციაა, ჩაამატეთ ცოტაოდენი რძე. მიღებული მასა თასში გადაასხით, მორთეთ წვრილად დაჭრილი ფსტით, ასევე დაჭრილი ხილითა და ჩიას თესლით.
იმისთვის, რომ ფსტამ, და ზოგადად, ნებისმიერმა თხილეულმა თავისი ჯადოსნური თვისებები შეინარჩუნოს, ის აუცილებლად სწორად უნდა შეინახოთ. გარჩეული და ნაჭუჭიანი ფსტა ინახება მშრალ და გრილ, ჭარბი სინათლისა და სიცხისგან დაცულ ადგილას.
ჯანსაღი და ვიტამინებით მდიდარი ფსტის მომარაგება „ჩემი მარაგი“-ს ონლაინ მაღაზიიდან არის შესაძლებელი, რომელიც მომხმარებელს 250 - მდე დასახელების მარცვლეულს, ბურღულეულს, ჩირეულს, თხილეულს, ხილსა და ბოსტნეულს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებებთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინ შეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.
R