გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი გოგონას მშობლები გახდნენ - მშობლები

გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი გოგონას მშობლები გახდნენ - რა დაარქვეს ქალიშვილს

2024-11-22 23:59:11+04:00

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი პირველი შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც ენი დაარქვეს.

467672472-1399201647956633-7345990722614399513-n-1732353047.jpg

ზაფხულში ცნობილმა წყვილმა სქესის გაგების ცერემონია მოაწყო, რომლითაც თაყვანისმცემლებს ამცნეს, რომ გოგონას მშობლები გახდებოდნენ.

სქესის გაგების ცერემონია მეგობრების წრეში შედგა და მხიარულ წვეულებას მუსიკალურად ლელა წურწუმია და მისი ბენდი აფორმებდნენ.

"ელენე არის ჩემი აღმოჩენა, სულ გვერდში მიდგას და სულ მამხნევებს რთულ პერიოდებში და ძალიან მაგარი გოგოა", - აღნიშნა გიორგიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

გოგოა, გოგო... - გიორგი მამარდაშვილისა და ელენე ეპიტაშვილის ოჯახური სიხარული და მხიარული წვეულება ლელა წურწუმიას მუსიკალური გაფორმებით
„ელენე არის ჩემი აღმოჩენა, სულ გვერდში მიდგას და სულ მამხნევებს რთულ პერიოდებში - ვინ არის გოგონა, რომელსაც გიორგი მამარდაშვილმა ხელი სთხოვა