"18 წლის გავთხოვდი... სახლის საქმეებს ვაკეთებდი, ბავშვებს ვუვლიდი, სადილებს ვამზადებდი... შემეძლო, დედისთვის დამეტოვებინა, მაგრამ მერჩივნა, ყველაფერი მე გამეკეთებინა" - კირა ანდრონიკაშვილის მოგონება - მშობლები

"18 წლის გავთხოვდი... სახლის საქმეებს ვაკეთებდი, ბავშვებს ვუვლიდი, სადილებს ვამზადებდი... შემეძლო, დედისთვის დამეტოვებინა, მაგრამ მერჩივნა, ყველაფერი მე გამეკეთებინა" - კირა ანდრონიკაშვილის მოგონება

2024-11-24 14:36:39+04:00

ცნობილი მსახიობის კირა ანდრონიკაშვილის ფეისბუქგვერდზე ქვეყნდება ამონარიდი მისი ერთ-ერთი ძველი ინტერვიუდან:

"ახლა მეც ხშირად მეუბნებიან, არ გამოგიყენეს რეჟისორებმაო. საქმე ისაა, რომ მეტად ვერც გადამიღებდნენ. მე ძალიან ადრე გავთხოვდი. 18 წლის ვიყავი, პირველი შვილი რომ გავაჩინე და 22 წლისას მეორე შემეძინა. ჩვენ არავინ გვემსახურებოდა. შემეძლო, დედისთვის დამეტოვებინა, მაგრამ მერჩივნა, ყველაფერი მე გამეკეთებინა და ასეც ვიქცეოდი. სახლის საქმეებს ვაკეთებდი, ბავშვებს ვუვლიდი, სადილებს ვამზადებდი, უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი და ასე შემდეგ. მაშინ ჩვენ არ გვქონდა ისეთი პირობები, როგორიც ახლაა. მაგალითად, სოფელში რომ მივდიოდი, ყველაფერს ცივ წყალში ვრეცხავდი. ამის შემდეგ "მოდელების სახლში" სამოსი უნდა მეჩვენებინა, პოდიუმზე და დამიწუნეს, ხელები მრეცხავივით რატომ აქვს ამ ულამაზეს გოგოსო?..."

466751588-976881167805996-320401715662819201-n-1732444812.jpg

კირა ანდრონიკაშვილი 15 ნოემბერს 79 წლის გახდა.

მსახიობი 1945 წლის 15 ნოემბერს დაიბადა ალექსანდრე ანდრონიკაშვილისა და ეკატერინე ჯორჯაძის ოჯახში.. მისი მამიდები იყვნენ ნატო ვაჩნაძე და 1937 წელს რეპრესირებული მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი ( უფროსი).
პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, თუმცა საზოგადოებამ გაიცნო, როგორც მსახიობი. 20-მდე როლი ითამაშა ქართულ კინოში: „ერთი ცის ქვეშ“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „მთვარის მოტაცება“, „ჩვენი ჯერია, ბიჭებო!“.
ჰყავს ორი ქალიშვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები.
447485001-1253339992487062-258569916997384191-n-1732445102.jpg
416020506-1141805673640495-3092185939409199374-n-1732445102.jpg
468070145-1390166895471037-8469759915566459001-n-1732445103.jpg
კირა_ანდრონიკაშვილი
ქალიშვილებთან ერთად
კირა_ანდრონიკაშვილი1
შვილიშვილთან ერთად

არავინ მეუბნებოდა, რომ ლამაზი ვარ... მამაჩემს ცოტა მეტი რომ შევექე, კარგი იქნებოდა, ცხოვრებისთვის... - 78 წლის კირა ანდრონიკაშვილის სილამაზის საიდუმლო
როდესაც შვილები გყავს, მარტო თავის მოვლაზე ვერ იფიქრებ... სახლსაც ვალაგებდი, სადილსაც ვაკეთებდი, ბავშვების დამტოვებელი არ მყავდა... - 78 წლის კირა ანდრონიკაშვილის სილამაზის საიდუმლო, ნაკლებად ცნობილი ამბები და ფოტოები
ქართული კინოს ორი მშვენება, 1960-იანი წლები - კირა ანდრონიკაშვილისა და რუსუდან კიკნაძის უცნობი ფოტო