სოციალურ ქსელში ბევრისთვის ცნობილი და საყვარელი ირაკლი სტურუასა და ნათია წიქარიძის წყვილი, რომლებსაც ცოტა ხნის წინ მესამე შვილი შეეძინათ, სახალისო ვიდეოების გამოქვეყნებას აგრძელებენ. ბოლო პერიოდებში მათ ვიდეოებში ხშირად ჩნდება დედამთილი, რომელიც შესანიშნავად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და თავის სიხალისეს სძენს ვიდეოებს.
ამჯერადაც მორიგ მხიარულ ვიდეოში მიიღო მონაწილეობა.
იკას და ნათიას წყვილი წლებია პოპულარულია. როგორც წლების წინ ინტერვიუში ისაუბრეს,ნათია გურიიდან არის, ირაკლი - სამტრედიელია. ერთმანეთს სახელების ნაცვლად, ამ სიტყვებით მიმართავენ: "სიცოცხლე", "სიხარულო". მხოლოდ მაშინ ჩხუბობენ, როცა ნათია სარკესთან დიდხანს იპრანჭება, გასასვლელად მომზადებული ირაკლი კი კართან ელოდება.
"ჟურნალისტის პროფესიას მინდოდა დავუფლებოდი, მაგრამ 3.900 ლარი იყო სწავლის საფასური და ვერ შევძელი გადახდა. იმ პერიოდში დედა თურქეთში მუშაობდა და ვიდრე გამოცდების პასუხს გავიგებდი, ვიფიქრე, წავალ 1-2 თვით, ჩემი ტანსაცმლის ფულს მაინც გამოვიმუშავებ და მერე ჩამოვალ-მეთქი, მაგრამ 5 წელს შემოვრჩი... თურქეთში გავიცანი, მართლა ერთი ნახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი. მეორე დღეს პარკში გავისეირნეთ მეგობრებმა, მომიცუცქდა და ხელი ჩამკიდა. დაახლოებით 2 წლის შემდეგ გადავწყვიტეთ ერთად ყოფნა. ჩემი ცოლი გახდებიო? - მკითხა და ბეჭედი მომცა. თვალებზე ცრემლები ჰქონდა მომდგარი. ჯვარი აქ, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 23 სექტემბერს დავიწერეთ. მაშინაც იტირა..." - ყვებოდა ნათია ინტერვიუში.