"ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი "ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატია.
ის "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემბიძინა ივანიშვილმა პარტიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე წარადგინა.
"პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება არის ის თვისებები, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს. ის, თავისი ბუნებით, თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება. ის არის შესანიშნავი მეუღლე და ოთხი შვილის მამა... დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას“.
მიხეილ ყაველაშვილი 1971 წლის 22 ივლისს ბოლნისში დაიბადა,
1990 წლიდან იწყება მისი წარმატებული სპორტული კარიერა. საქართველოს ნაკრების რიგებში ჩატარებული აქვს 46 მატჩი.
2016 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი, საფეხბურთო ექსპერტი; 2009 წლიდან FiFPro, დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი. 2006 წელს მოიპოვა შვეიცარიის სამწვრთნელო განათლების C კატეგორიის ლიცენზია; 2009 წლიდან საქართველოში მსოფლიოს ფეხბურთელთა გაერთიანების (FIFPro) დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი; „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საფეხბურთო ექსპერტი და არაერთი პუბლიკაციის ავტორი; 2014 წელს შეიმუშავა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია „ტალანტების ფაბრიკა“; 2016 წელს მოიპოვა უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია. განაგრძეთ კითხვა