ჩელიაბინსკის ერთ-ერთ სოფელში ერთი კერძო, ხის სახლი დგას. სახლი არაფრით გამორჩეულია და ალბათ, იმის წარმოდგენაც ბევრს გაუჭირდება, რომ პატარა ქოხში მანიაკი გოგონას წლების განმავლობაში აწამებდა და აუპატიურებდა...
ეკატერინეს საშინელი ისტორია აქვს. მან თითქმის ნახევარი ცხოვრება მანიაკის ტყვეობაში გაატარა. გარდა იმისა, რომ მანიაკი ბავშვს წლების განმავლობაში აუპატიურებდა, გოგონას მან ერთ-ერთი მსხვერპლის ცხედრის გადაგდებაშიც მოსთხოვა დახმარება. ეკატერინეს გათავისუფლების აღარ სჯეროდა. მაგრამ, გაქცევა სასწაულებრივად მოახერხა.
ის უკვე 1 წელია, თავისუფალია. მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ყველგან შიშით დადის და ჟურნალისტებთან ურთიერთობას გაურბის.
მან სასამართლოში ყველა დეტალზე ისაუბრა. მამაკაცი კი იძულებით მკურნალობაზე გაუშვეს.
ეკატერინე ვლადიმერ ჩესკიდოვს 2009 წლის შემოდგომაზე შეხვდა. ის მაშინ 19 წლის იყო. გოგონა მატარებლით სახლში ბრუნდებოდა. რკინიგზის სადგურთან მამაკაცი მიუახლოვდა, გამოელაპარაკა. შემდეგ კი სახლში ჩაიზე მიიპატიჟა. გოგონა დასთანხმდა. როდესაც სახლში წასვლა დააპირა, მან უცნობი მამაკაცის ხელში დანა დაინახა.
ეკატერინემ მოგვიანებით გაიხსენა, რომ მანიაკმა ყელთან დანა მიაბჯინა და მოკვლით დაემუქრა. შედეგად, ქალმა 14 წელი ტყვეობაში გაატარა.
როდესაც ჩესკიდოვმა კატია სახლში მიიყვანა, მისი მეორე ტყვე, ოქსანა, უკვე იქ ცხოვრობდა. მანიაკმა მეორე ტყვე 2011 წელს მოკლა. ეკატერინეს კი დახმარება აიძულა, რომ მისი ცხედარი დაემარხათ.
ეკატერინე სარდაფში ცხოვრობდა. ქალი იხსენებს, რომ მანიაკი მას საწოლზე აბამდა და საათების განმავლობაში აღარ უშვებდა. კადრები, რომლებიც გამტაცებლის სახლშია გადაღებული, შემზარავია. ქალი მოძალადესთან ერთად წლების განმავლობაში სრულიად არაადამიანურ პირობებში ცხოვრობდა.
ეკატერინე ოთახს იშვიათად ტოვებდა. მაგრამ, თუ მაინც გავიდოდა ეზოში, გამტაცებელიც მასთან ერთად იყო და ემუქრებოდა. ქალი დახმარებას ვერავის სთხოვდა.
მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აწუხებდა. ერთ დღესაც მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა. მან გარდაცვლილ მამასთან საუბარი დაიწყო. აღსანიშნავია, რომ იმავე სახლში მანიაკის დედაც ცხოვრობდა. ქალი, რა თქმა უნდა, არაფერს ამბობდა. როდესაც ფსიქიკურად დაავადებული შვილი ერთ დღეს მას თავს დაესხა, სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ადგილზე ექიმები მივიდნენ. ამ დროს კი ეკატერინემ შანსი გამოიყენა, მავთულები ხელიდან მოიხსნა და გაიქცა.
გაქცევის შემდეგ მან სასამართლოს მიმართა. მამაკაცი შეურაცხადად სცნეს და მანიაკი იძულებით მკურნალობაზე გაუშვეს. საბოლოო განაჩენი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.
ჩესკიდოვმა დანაშაული არ აღიარა. ბრალდებული დედასთან ერთად სოფელ სმოლინოში ცხოვრობდა. ამის გამო კი მეტსახელი "სმოლინოს მანიაკი" მიიღო. სასამართლო სექსოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე დადგინდა, რომ ვლადიმერ ჩესკიდოვი დანაშაულის ჩადენის დროს საღ გონებაზე არ იყო. "სმოლინოს მანიაკი" 2023 წლის ივნისში დააკავეს. უცნობია, რა ბედი ელის მის დედას, რომელიც დანაშაულის თვითმხილველია.