ეზ გაბერს და მის ფოტოებს აქციებიდან, ალბათ უკვე მთელი საქართველო იცნობს. თუმცა კონკრეტულად ვინ დგას ფოტოების მიღმა, ბევრმა არ იცის.ჟურნალი OK ეზ გაბერთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გვთავაზობს.
„საქართველო ჩემი სახლია, ვიცი ახლა რა მძიმე ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება“ - ასე გამოუხმაურა 2024 წლის აქციების ფოტომემატიანე ეზ გაბერი არჩევნების შემდგომ საქართველოში არსებულ ვითარებას. ეზი ქართველმა ხალხმა მას შემდეგ გაიცნო, რაც მის მიერ გადაღებული გაზაფხულის აქციის ფოტოები თუ ვიდეობი მთელს სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. თუმცა ეგვიპტელი ფოტოგრაფი საქართველოში უკვე 6 წელზე მეტია იმყოფება.
32 წლის გაბერი ფოტოგრაფიით ეგვიპტეშივე იყო დაინტერესებული, თუმცა საქართველოს ულამაზესი ბუნების ნახვის შემდეგ ამ მიმართულებით კიდევ უფრო დაინტერესდა. აქციებამდე ახალგაზრდა ფოტოგრაფი სწორედ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებდა და უცხოელ ტურისტებში ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას ეწეოდა. იგი ფოტოგრაფიის გარდა, ტურიზმითა და მარკეტინგითაც არის დაინტერესებული.
გთავაზობთ OK!- ის ექსლუზიურ ინტერვიუს ეგვიპტელ ფოტოგრაფთან ეზ გაბერთან
პირველ რიგში, მოგვიყევით თქვენს შესახებ, საიდან ხართ?
მე ვარ ეზ გაბერი ეგვიპტიდან, 32 წლის. საქართველოში 2017 წელს ჩამოვედი და 6 წელზე მეტია თბილისში ვცხოვრობ. ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი ვარ, ასევე ვმუშაობ მარკეტინგისა და ტურიზმის სექტორში. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები