თბილისში შვილმა დედა მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
უმძიმესი ფაქტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად დამნაშავემ გაავრცელა. ვიდეოში ის ჰყვებოდა გარემოებებს, რის გამოც ჩაიდინა მკვლელობა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 109 და 115-ე მუხლებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანას.