კანიე უესტისა და ბიანკა ცენზორის პროვოკაციული გამოსვლები არ წყდება და არც ფანტაზია ეწურება წყვილს, თუ რა სახით შეიძლება კიდევ და კიდევ გამოჩნდეს ქალი ფაქტობრივად შიშველი. წყვილს არც ის აღელვებს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ისინი ჩერდებიან, სხვა წესები და ტრადიციებია და არ არის ნებადართული ხალხის შიშვლად სიარული. არც ამინდი აღელვებთ - საშინელ სიცივეშიც კი ბიანკა გამჭვირვალე ლეგინსებით და ტოპებით დასეირნობს, ბოლომდე შეფუთული ქმრის გვერდით.
ამჯერად ცოლ-ქმარი იაპონიას ესტუმრა. იქ რამდენიმე ბომონდურ საღამოზე გაისეირნა ბიანკამ სხვადასხვა "სამოსით", მერე კი შოპინგზეც თითქმის შიშველი გავიდა, ტოკიოს სავაჭრო ცენტრში. ამან იაპონელები ძალიან აღაშფოთა.
ფოტოებზე თეთრ კოსტიუმში გამოწყობილი კანიე გამჭვირვალე, კრემისფერ ტანზე მომდგარ კოლჰოტებსა და მაისურში გამოწყობილ ბიანკას უმშვენებს გვერდს. ასე იშოპინგეს და მერე კინოთეატრში წავიდნენ.
მათი ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ, იაპონელებმა უკმაყოფილება ვერ დამალეს: "როდის გამოვა მთლად შიშველი? როდემდე შეიძლება ასე?" "გავიგეთ, რომ უყვარს გახდა. მერე?" "რა საოცარია, რომ კანიეს ეს ყველაფერი მოსწონს. იღიმის კიდეც". "იმედია, კანიეც არ დაიწყებს გახდას." "ეს მაქსიმალური უპატივცემულობაა ადგილობრივების მიმართ. რატომ უნდა ვუყუროთ ამას? გარშემო ხომ ბავშვებიც შეიძლება იყვნენ?"