მსახიობები ილო ბეროშვილი და ანი ბებია ორ პატარას ზრდიან - ჯერის და სემს. ანი ძირითადად ბავშვებთან არის, მსახიობობას და კარიერას აქტიურად არ დაბრუნებია და პატარებს ზრდის. რამდენიმე თვის წინ წუხდა, რომ გაუჭირდა მეორე ორსულობის შემდეგ ფორმაში ჩადგომა, თუმცა ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ფოტოსესიებიდან ჩანს, რომ მშვენიერ ფორმაშია. ილო, როგორც მამა, ასევე აქტიურად არის ჩართული ბავშვების აღზრდის პროცესში და ერთ-ერთი სამაგალითოა ამ მხრივ ცნობილ მამებს შორის.
ანი და ილო აქტიური მოქალაქეები არიან და საპროტესტო აქციებს მუდმივად უერთდებიან. ამჯერად ანიმ სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, როგორ დახვდა სახლი, როდესაც თავად გავიდა აქციაზე და ბავშვები მამას დაუტოვა.