"მეგობრის შვილის გამოსაყვანად შევედი... დამაკავეს სამ კაცთან ერთად, მანქანაში შემტენეს და ფიზიკურად გაგვისწორდნენ... ჯო­ჯო­ხეთს უწყო­ბენ ადა­მი­ა­ნებს!" - გიორგი ნაკაშიძე - მშობლები

"მეგობრის შვილის გამოსაყვანად შევედი... დამაკავეს სამ კაცთან ერთად, მანქანაში შემტენეს და ფიზიკურად გაგვისწორდნენ... ჯო­ჯო­ხეთს უწყო­ბენ ადა­მი­ა­ნებს!" - გიორგი ნაკაშიძე

2024-12-05 19:34:35+04:00

აქციაზე დაკავებული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე გათავისუფლების შემდეგ სოციალურ ქსელში წერს:

"სახლში ვარ უკვე, მეგობრის შვილის გამოსაყვანად შევედი წინა პერიმეტრზე. დამაკავეს სამ კაცთან ერთად, მანქანაში შემტენეს და ფიზიკურად გაგვისწორდნენ, გადამცეს პატრულს, რომელიც სპეცრაზმისგან განსხვავებით, კარგად გვექცეოდა მეც და იქ მოყვანილ ადამიანებს.

ჯოჯოხეთს უწყობენ ადამიანებს!

დიდი მადლობა ყველას, ვისაც გული შეგტკივათ!

მიყვარხართ ყველა განურჩევლად სხვადასხვა შეხედულებებისა!

ჩვენს მრავალტანჯულ საქართველოს გაუმარჯოს!"