მოდელი და მსახიობი, 4 შვილის დედა თაკო ტაბატაძე სოციალურ ქსელში წერს:
"მგონია, რომ რაღაც კოშმარულ სიზმარში ვარ, რომელიც იმედი მაქვს, მალე დამთავრდება! აღმოვჩნდით ავტორიტარულ რეჟიმში, სადაც ქვეყანას "მართავს” კრიმინალური დაჯგუფება!!! სახლებში ორდერის გარეშე შევარდნა, მშვიდობიანი მომიტინგეების დასახიჩრება, სასამართლოს სადამსჯელო იარაღად გამოყენება, დაშინება, ცრუ ბრალდებები, რეპრესიები, მედიაზე თავდასხმა და ძალადობა!!!! მედიაზე, ხალხნო!!!! რომელიც ფრონტის წინა ხაზზეც კი ხელშეუხებელი უნდა იყოს!!!!!
ვუთანაგრძნობ ყველა იმ გამწარებულ დედას, რომელთა შვილებიც აწამეს და უსამართლოდ დააკავეს.
მე არ მეშინია და ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ხვალ ჩემი შვილი არ აღმოჩნდეს თქვენი დამპალი ავტორიტარული რეჟიმის მარწუხებში!!!!!!!! ჩვენი სახელოვანი გმირები იმისთვის არ დაღუპულან, რომ რუსეთიდან ჩამოთრეული მეთოდებით დაგვაშინოთ!!!! ეს ქვეყანა ჩვენია!!!!!! საქართველო ევროპაა!!!!!!!"