ინტერნეტსამზარეულოს კიდევ ერთი ჰიტი შეემატა - "დუბაის ოლივიე". რით განსხვავდება ემირატებიდან გავრცელებული სალათი "ოლივიეს" მსგავსი კერძი ტრადიციული კერძისგან? დუბაის მზარეულების შესრულებით, ჩვეულებრივი კარტოფილის სალათი მწვანე ბარდით და მოხარშული სოსისით ლამაზ ნამცხვრად გადაკეთდა, სადაც ზედა ფენა დეკორორებული მწვანე მუსია, ქვედა ნაწილი კი პროდუქტების ნაცნობი კომბინაციაა. ეს კერძი აუცილებლად გააკვირვებს თქვენს სტუმრებს.
დაგჭირდებათ:
მომზადება:
დაგჭირდებათ ლითონის საკონდიტრო რგოლი, რომელიც გამოიყენება დესერტების დასამზადებლად.
მოამზადეთ ბაზა. ამისათვის მოხარშეთ ბოსტნეული და კვერცხი. გააგრილეთ, გააცალეთ კანი და დაჭერით პატარა კუბებად, მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ ცოტა მაიონეზი და აურიეთ.
შეარჩიეთ დიდი, ბრტყელი ლანგარი და გამოიყენეთ საკონდიტრო რგოლი, რათა სალათი თანაბრად, მრგვალ ფენად აქციოთ. ჩადეთ შიგნით ბოსტნეულიანი მასა და შედგით მაცივარში ცოტა ხნით . დაიწყეთ ზედა ფენის მომზადება.
მოხარშეთ მწვანე ბარდა დარბილებამდე. მას შემდეგ, რაც ოდნავ გაცივდება, გამოიყენეთ ბლენდერი, პიურეს დაუმატეთ არაჟანი, მაიონეზი და მარილი გემოვნებით. მოურიეთ.
დაალბეთ ჟელატინი ცივ წყალში.
გაფუებული ჟელატინი გაადნეთ წყლის აბაზანაში ან მიკროტალღურ ღუმელში. შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი მწვანე საკვები საღეავი. გამდნარი ჟელატინი შეურიეთ ბარდის პიურეს, მუდმივად ურიეთ.
იგივე საკონდიტრო რგოლის გამოყენებით სალათის პირველ ფენაზე, ფრთხილად დაასხით მეორე. არ ამოიღოთ მოაძროთ რგოლი, სანამ მეორე ფენა მთლიანად არ გამაგრდება. შედგით მაცივარში 2-3 საათით, სანამ ბარდის მუსის ფენა მთლიანად არ გამკვრივდება. შემდეგ მოხსენით ფორმა.