ლუკა კურტანიძე შეყვარებულია და დაქორწინებას გეგმავს - "მამაჩემის ძმაკაცია ლუკა... ბედნიერები ვართ" - მშობლები

ლუკა კურტანიძე შეყვარებულია და დაქორწინებას გეგმავს - "მამაჩემის ძმაკაცია ლუკა... ბედნიერები ვართ"

2024-12-12 12:59:35+04:00

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ექსპარლამენტარი - ეს ცნობილი ქართველი სპორტსმენისლუკა კურტანიძერეგალიებია. ბოლო წლებში სპორტსმენი პოლიტიკური პროცესებისგან შორს იჭერდა თავს 2023 წელს სოციალურ ქსელში წერდა რომ თვეების მანძილზე ბორჯომის მონასტერში იმყოფებოდა.

ოქტომბერში ლუკა კურტანიძე ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ინფორმაცია მაშინ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციამ გაავრცელა.

გუშინ სოციალურ ქსელში კურტანიძემ სთორიში ახალგაზრდა გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. როგორ გავარკვიეთ, გოგონა ფიტნეს-ტრენერი სოფია ფიტი, იგივე სოფია მეფარიშვილია.

წყარომ გვითხრა, რომ შეყვარებული წყვილი დაქორწინებასაც აპირებს და სოფიამ ლუკა უკვე გააცნო დედას და დებს.

სოფია მეფარიშვილს სოციალური ქსელის საშუალებით დავუკავშირდით. ინფორმაცია, რომ ლუკა კურტანიძის შეყვარებული იყო დაგვიდასტურა

- სოფია, მართალია, რომ ლუკა კურტანიძე თქვენზე შეყვარებულია?

- დიახ, ჩემზე უზომოდ არის ლუკა შეყვარებული და მეც ძალიან მიყვარს ლუკა კურტანიძე. ბედნიერები ვართ. თქვენთვის მეტი არაფრის თქვა არ შემიძლია. დიდი ბოდიშით და სიყვარულით სოფია ფიტი. განაგრძეთ კითხვა

იმ საწოლში არ ვიძინებდი, სადაც ერთად ვიწექით, იატაკზე ვწვებოდი, დღემდე ასე ვარ... ის ჩემი ცხოვრების ერთადერთი და ბოლო სიყვარულია - ლუკა კურტანიძე მეუღლესთან დაშორებაზე