"ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა... ბოლო დროს პრეპარატების მიღება მიუტოვებია" - რას არის ცნოპბილი ადამიანზე, რომელმაც ახალგაზრდას ხელი კრა და მეტროს ლიანდაგებში ჩააგდო - მშობლები

"ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა... ბოლო დროს პრეპარატების მიღება მიუტოვებია" - რას არის ცნობილი ადამიანზე, რომელმაც ახალგაზრდას ხელი კრა და მეტროს ლიანდაგებში ჩააგდო

2024-12-12 15:09:28+04:00

მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში" მომხდარი შემზარავი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ36 წლის ბექა მინდორაშვილს პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა. პროკურატურამ მას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობაში დასდო ბრალი.

როგორც ცნობილია, დაკავებულმა მეტროსადგურში ახალგაზრდა მამაკაცს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რა დროსაც მას მოძრავი ელმავალი შეეჯახა. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ბექა მინდორაშვილი ადრე რამდენჯერმე ნასამართლევია. როგორც ამბობენ, მოკლულ ახალგაზრდას, ლაშა ამირეზაშვილს დამნაშავე არც კი იცნობდა. საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

მის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს მისი ადვოკატი ილია ლომია:

-36 წლის არის ბექა მინდორაშვილი. ჯერჯერობით ფაქტთან დაკავშირებით მას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია და საუბარი არ გვქონია, თავად დუმს, კომენტარს არ აკეთებს და არაფერს არ ხსნის. ჯერ არის ასეთ რეჟიმში. როგორც ჩემთვის ცნობილია, არ იცნობდა ამ ადამიანს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, ამას ადასტურებთ?

- ადრე ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, გონებრივი ჯანმრთელობის სისუსტე, ფსიქიატრიულში ნამყოფია.

განაგრძეთ კითხვა