მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში" მომხდარი შემზარავი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ36 წლის ბექა მინდორაშვილს პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა. პროკურატურამ მას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობაში დასდო ბრალი.
როგორც ცნობილია, დაკავებულმა მეტროსადგურში ახალგაზრდა მამაკაცს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რა დროსაც მას მოძრავი ელმავალი შეეჯახა. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს მისი ადვოკატი ილია ლომია:
-36 წლის არის ბექა მინდორაშვილი. ჯერჯერობით ფაქტთან დაკავშირებით მას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია და საუბარი არ გვქონია, თავად დუმს, კომენტარს არ აკეთებს და არაფერს არ ხსნის. ჯერ არის ასეთ რეჟიმში. როგორც ჩემთვის ცნობილია, არ იცნობდა ამ ადამიანს.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, ამას ადასტურებთ?
- ადრე ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, გონებრივი ჯანმრთელობის სისუსტე, ფსიქიატრიულში ნამყოფია.