გიორგი კეკელიძე ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად გერმანიაში იმყოფება (ფოტოები) - მშობლები

გიორგი კეკელიძე ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად გერმანიაში იმყოფება (ფოტოები)

2024-12-17 13:24:42+04:00

მწერალმა გიორგი კეკელიძემ ცოტა ხნის წინ ამცნო საზოგადოებას სასიხარულო ამბავი მის პირად ცხოვრებაში - ის და მისი მეუღლე მარიამ სოსელია შვილს ელოდებიან.

"მე ის ვიცი, რომ შვილს, რომელსაც ველოდები, არაფრით დავუტოვებ საქართველოს, რომელიც რუსეთის იქნება და ისიც, რომ ამისთვის ყველაფერი გამიკეთებია და სამომავლოდაც ყველაფერს ვიზამ", - აღნიშნა მაშინ გიორგიმ სოციალურ ქსელში.

ამჟამად გიორგი და მისი ფეხმძიმე მეუღლე გერმანიასა და ჰოლანდიაში იმყოფებიან საქმიანი ვიზიტით - გიორგი, როგორც მწერალი და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი, ლექციებს კითხულობს და ქართული ბიბლიოთეკისა თუ სამკითხველოს გახსნას ესწრება, "ბიბლუსის" წარმომადგენლებთან ერთად.

"გერმანიაში, ქალაქ კელნში წავიკითხე ლექცია - "მოძრაობა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა".
მადლობა მოსულ სტუმრებს, მათ შორის, განსაკუთრებით მათ, ვინც ასობით კილომეტრი გამოიარა.
გუშინ კალრსრუეში ქართული ბიბლიოთეკა გავხსენით, დღეს კელნის სათვისტომოს შევხვდებით და ხვალ ამსტერდამში მოვაწყობთ ქართულ სამკითხველოს".
470164770-1973645753103672-867736304335904247-n-1734428092.jpg470593981-1975485276253053-7262529679919533052-n-1734428092.jpg