21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა. აღნიშნულ დღეს ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე იქნება. ითვლება, რომ 21 დეკემბერი წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი და ენერგეტიკულად ძლიერი დღეა.
21 დეკემბერს სამყარო ცვლილებებისთვის ღიაა და განახლების ძალაც პიკს აღწევს. ზამთრის მზებუდობა აღორძინების ფაზაზე გადასვლისა და ახალი სიცოცხლის დაწყების სიმბოლოა. ადამიანებს კი ამ დღის ენერგია შეუძლიათ, სასიკეთოდ გამოიყენონ და სამომავლო წარმატებები დაგეგმონ. ამისათვის რამდენიმე რეკომენდაცია უნდა გავითვალისწინოთ:
ზამთრის მზებუდობის დღისთვის განწმენდის რიტუალი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, 21 დეკემბრამდე აუცილებელია, სახლიდან გაიტანოთ ყველა ის ნივთი, რომელიც მოძველებული და არასაჭიროა. საფუძვლიანად დაასუფთაოთ გარემო, მოიშოროთ ყველაფერი, რასაც დადებითი ემოციები აღარ მოაქვს და ცუდ დღეებს გახსენებთ. ითვლება, რომ ამ გზით, სახლში განახლებულ ენერგიას შეუშვებთ და სამომავლოდ ბევრ წარმატებას მიაღწევთ.
არსებობს რამდენიმე რიტუალი, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ მზებუდობის პოზიტიური ენერგია მოიზიდოთ და ჰარმონია აღიდგინოთ:
მზებუდობის დღეს თქვენი თილისმა, საყვარელი ნივთი, სათამაშო, აქსესუარი - ნებისმიერი რამ, რაც ძალიან გიყვართ, გულთან ახლოს მიიტანეთ და რამდენიმე წუთის განმავლობაში საკუთარ ოცნებებზე იფიქრეთ. წარმოიდგინეთ, რომ ამ ნივთს თქვენს სურვილებს გადასცემთ. შემდეგ კი საწოლთან ახლოს, თქვენთვის სასურველ ადგილზე შეინახეთ ან თან ატარეთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯობს, ეს დღე მშვიდად გაატაროთ. ნუ იფიქრებთ ნეგატიურად და ნუ გამოხატავთ აგრესიას. ეს ემოცია უკან დაგიბრუნდებათ.
ამ დღეს გასეირნება, ბუნებაში გასვლა განსაკუთრებით სასარგებლოა. შეიძინეთ ყვავილები, მცენარეები და სახლში განათავსეთ. ასევე, გამოხატეთ სიკეთე, დაეხმარეთ ადამიანებს, იყავით კეთილგანწყობილი - დადებითი ენერგია უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.