საახალწლო სამზადისი დადებით ემოციებთანაა დაკავშირებული, თუმცა სოციოლოგები გვეუბნებიან, რომ ამ დროს სტრესის დონე მატულობს. უფროსების ნერვული მდგომარეობა კი სერიოზულად მოქმედებს ბავშვებზეც და ამიტომ, უნდა აკონტროლონ ემოციური მდგომარეობა.
თქმით, საახალწლო პერიოდში ჩხუბი და კონფლიქტი, ასევე უბედური შემთხვევები გაცილებით ხშირად ხდება. წლის ამ დროს იზრდება შფოთვა, დეპრესია და საკუთარი თავით უკმაყოფილება, რაც ფსიქიკაში ბავშვობიდან ჩანერგილი აიხსნება სოციოკულტურული მახასიათებლებით აიხსნება.
მათივე რჩევით, თოვლის პაპის ლეგენდაც გარკვეულ რისკებს შეიცავს. ის შეიძლება ბავშვისთვის ნამდვილი იმედგაცრუება გახდეს. ამასთან დაკავშირებით, ექსპერტები გირჩევენ, თანდათან რეალობას დაუახლოვოთ თქვენს მიერვე შექმნილი ზღაპარი სანტა კლაუსზე და ელფებზე და ბავშვებს აუხსნათ, რომ ზღაპრული პერსონაჟები მხოლოდ ზღაპრებში არსებობენ.
ამასთან, სოციოლოგების თქმით, მიუღებელია საჩუქრებით მანიპულირება. თუ ბავშვი მათ მხოლოდ კარგი საქციელისთვის იღებს, მაშინ მან შეიძლება ყველა კარგი საქციელისთვის საჩუქრები მოითხოვოს და ეს დამოკიდებულება ზრდასრულ ასაკშიც შენარჩუნდეს.
გარდა ამისა, ექსპერტების აზრით, საჭირო ცხოვრებისეული ცვლილებები კალენდარს არასოდეს უნდა დაუკავშიროთ: მომავალი წლიდან, ორშაბათიდან, თვის დასაწყისიდან - ეს დათქმები არ არის საჭირო, არ უნდა დაელოდოთ თარიღებს - მუდმივი წინსვლა წლის კალენდარზე მიბმული არ უნდა იყოს.
ზოგადად, ლეგენდები, ჯადოსნური თარიღები და სამი წლის ბავშვისთვის იმის სწავლება, რისი რწმენაც შვიდი წლის ასაკში დაეკარგება, არ არის საუკეთესო გზა ფსიქიკის განმტკიცებისთვის. ბავშვებს სასწაულების ახალი წლის გარეშეც სჯერათ. საბედნიეროდ, მსოფლიოში მშობლების გამოგონების გარეშეც ბევრი სასწაული ხდება. გსურთ თქვენმა შვილმა დაიჯეროს სასწაულების? გააცანით მას ბუნება, ამყოფეთ მცენარეებთა და ცხოველებთან ახლოს, რომლებიც საკმაოდ ბევრ სასწაულს გაუზიარებენ.