"ჩემი სიყვარულის გოგო..." - კახა მამულაშვილი ქალიშვილის ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ის საოცრად ჰგავს დედას - მშობლები

"ჩემი სიყვარულის გოგო..." - კახა მამულაშვილი ქალიშვილის ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ის საოცრად ჰგავს დედას

2024-12-20 21:06:45+04:00

ლელა წურწუმიას ერთადერთი ქალიშვილი მარიკო წელს 22 წლის გახდა, სამხატვრო აკადემიის სტუდენტია. წლების წინ ის ნაკლებად ჩნდებოდა საჯაროდ, თუმცა ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად აქვეყნებენ მშობლები მის ფოტოებსა და ვიდეოებს და სულ უფრო მეტად ემსგავსება მარიკო მამულაშვილი დედას.

"ჩემი სიყვარულის გოგო..." - წერს მამულიჩა და მარიკოს ვიდეოს აქვეყნებს.

მომღერალს არაერთხელ უთქვამს, რომ კარიერის გამო ხშირად უწევდა პირად ცხოვრებაში დათმობებზე წასვლა და ყველაზე მეტად იმ დროს განიცდის, რომელიც შვილს მოაკლო. რაც მარიკო გაიზარდა, ის ძალიან დიდ დროს ატარებს მშობლებთან და დედა-შვილი ძალიან მეგობრობს.

snapinsta-1708159695.app_424728502_10228596796559506_6742849392353734185_n_1080.jpg

"ქალი რეალიზებული უნდა იყოს. მას თავისი პროფესია, საკუთარი შემოსავალი უნდა ჰქონდეს და დამოუკიდებლად ცხოვრობდეს, მიუხედავად იმისა, ჰყავს, თუ არა მეუღლე. ჩემს პროფესიას ძალიან პატარა ასაკიდან შევუდექი. როდესაც პოპულარული ხდები, განსაკუთრებით როცა არტისტი ხარ, ძალიან რთულია. ეს ბევრ დროს მოითხოვს. შენ უკვე შენთვის აღარ ცხოვრობ. შენ უკვე იმ საზოგადოებისთვის ცხოვრობ, ვისთვისაც ამას აკეთებ. თუ ამაში მაქსიმალისტი ხარ, სხვანაირად ვერ გამოდის. ამას ახლა მთელი გულწრფელობით ვყვები. ერთი შვილი მყავს - მარიკო, რომელიც თებერვალში 22 წლის ხდება. მე მას ძალიან ბევრი რამ დავაკელი. ფიზიკურად ჩემი მასთან ყოფნა დავაკელი. ის ბებიასთან, არაჩვეულებრივ გარემოში, მოსიყვარულე ადამიანებთან ერთად იზრდებოდა. რა თქმა უნდა, როგორც შემეძლო, მასთან ვიყავი. მაგრამ, ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მე დღეს სინანულის განცდა არ მქონდეს. ბოლო წლებში ნელ-ნელა ვეცნობი ჩემს შვილს. მე მას კარგად არ ვიცნობ. ძალიან ჭკვიანი, გულიანი გოგოა, საოცრად თბილია. ის არასდროს ამბობს, რომ ჩვენი შვილია და მე ვიცი, რატომაც არ ამბობს... არ უნდა ეს პროფესია იმიტომ, რომ ამ პროფესიამ მას მშობლები წაართვა. ვიცოდი, რომ ერთ დღეს მასთან ამაზე საუბარი მომიწევდა. 15-16 წლის იყო, მისი ნახატები ვიპოვეთ, რომლებიც 4-5 წლის ასაკში დახატა. იქ მარიკო ხატავს ბავშვს, რომელიც ტირის. ვკითხე, რატომ ტირის ეს ბავშვი-მეთქი და მითხრა, დედა ენატრებაო. მაშინ მივხვდი, რომ აუცილებლად დადგებოდა ის დღე, რომ მე მასთან ჩემი არანორმალური ცხოვრებისა და გრაფიკის ახსნა მომიწევდა. იმიტომ, რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენ არ გვეკუთვნის. ახლა თავს არ ვიმართლებ, უბრალოდ, ეს ჩვენი არჩევანია, როდესაც არჩევანი არ გაქვს. მარიკომ იცის, რომ მე ძალიან მიყვარს. დე, ძალიან მიყვარხარ! ბოდიშს გიხდი იმისათვის, რომ ბევრი რამ დაგაკელი. მაგრამ, ახლა მთავარია, რომ ჩემთან ხარ. როდესაც ჩემმა შვილმა ჩემს გადაღებებსა და კონცერტებზე დაიწყო სიარული, მერე მიხვდა, ეს რამხელა შრომა იყო და რატომაც შეეწირა მისი დროს ჩემს პროფესიას", - ყვებოდა ლელა ერთ-ერთ ინტერვიუში.

mariko124-44542-1700584206.jpg

თავად მარიკოს არ უყვარს ინტერვიუები, თუმცა ერთ-ერთ იშვიათ ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა ბავშვობაზე და დედის დანაკლისზე:

"იყო რაღაც ტკივილი, თუმცა როცა ბავშვი ხარ, რაღაცებს ვერ აცნობიერებ და უბრალოდ, გინდა, დედასთან ყოფნის საკმარისი დრო გქონდეს. იმედი სულ მქონდა, რომ დედაჩემთან უფრო და უფრო ავინაზღაურებდი ამ ურთიერთობის დანაკლისს. რეალურად, სითბო და სიყვარული დედისგან არ მკლებია. მის კარიერას ყოველთვის პატივს ვცემდი და დღემდე პატივს ვცემ. ძალიან მშრომელი ადამიანია...
ლელას შვილი რომ ვიყავი, ამას ჩემთვის ვინახავდი. თუ ვინმე მიცნობდა და მკითხავდა, ვპასუხობდი, რომ - კი, ლელა წურწუმიას შვილი ვარ-მეთქი... ამას ჩემით არ ვამბობდი. იშვიათად ვუყურებ დედაჩემის გადაცემას, მაგრამ იმ დღეს მომწერეს მესიჯი - დედაშენმა შენზე ილაპარაკაო და ვნახე. არ ვიცი, რამხელა ბედნიერებაა, როცა საკუთარი დედისგან იგებ, რომ ხალხის წინაშე ასე გიხდის ბოდიშს... მადლობელი ვარ... დედაჩემი უძლიერესი ადამიანია...
დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, გარკვეულმა სირთულეებმა გამაძლიერა. ცხოვრება გამოცდებით არის სავსე... თითქოს ასეა მიღებული, რომ ცნობილი ადამიანის შვილს რაღაც სხვანაირად უყურებენ. არ მაქვს სხვა ცნობილი ადამინების შვილებთან კომუნიკაცია, ძალიან უბრალო ცხოვრებით გავიზარდე, რითაც კმაყოფილი ვარ. ჩემთვის ცნობილობა და რაღაც ასეთი, ძალიან შორს არის. ადამიანები ვართ ყველანი, უცნობებიც და ცნობილებიც. ყველა ტიპის ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია. წიგნს ყდით არ ვაფასებ, თუ მისი შინაარსი არ ვიცი. ადამიანს ისე ვცემ პატივს, როგორც მინდა, რომ მე მცენ პატივი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ იყო სადა და უბრალო".