ლანა დელ რეის საიდუმლო ქორწილის პირველი ოფიციალური ფოტოები გამოჩნდა - მილიონერი მომღერალი 17 წლით უფროს მონადირეზე დაქორწინდა - მშობლები

მილიონერი ლანა დელ რეი 17 წლით უფროს მონადირეზე დაქორწინდა - საიდუმლო ქორწილის პირველი ოფიციალური ფოტოები გამოჩნდა

2024-12-21 12:26:52+04:00

39 წლის მომღერალი ლანა დელ რეი თანამედროვე მომღერლებს შორის არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, არამედ - მდიდარიც. მისი ქონება 30 მლნ დოლარად არის შეფასებული.

2d5707e33741ebc9c2d9ab9653daad8a-1734771718.jpg

ამიტომაც იყო განსაკუთრებულად მოულოდნელი და სენსაციური მისი ქორწილი, რომელიც საიდუმლოდ შედგა, საკმაოდ იაფი ვინტაჟური საქორწილო კაბით და რაც მთავარია, სასიძო არ იყო საზოგადეობისთვის ცნობილი სახე ან მდიდარი ბიზნესმენი. ერთ-ერთმა ყველაზე სასურველმა საპატარძლომ თავისი ბედი 56 წლის გიდსა და მონადირეს ჯერემი დიუფრენს დაუკავშირა.

ქორწილი შემოდგომაზე შედგა, თუმცა მაშინ მხოოდ პაპარაცული შორი კადრები გამოჩნდა მედიაში.

lana-del-rey-gets-married-to-an-alligator-tour-guide-1734771279.jpg

screenshot-5-780x439-1734771280.png

ამჯერად კი ინტერნეტში პირველი ოფიციალური ფოტოც გამოქვეყნდა და საზოგადოებამ იხილა ცნობილი კაბა. ფოტო ბრენდ CINQ-ს დიზაინერებმა გამოაქვეყნეს - სწორედ ამ ბრენდის კაბა ეცვა ლანას.

2495603b-fe84-4088-a8e3-d79e05a7a683-1734771363.jpg
ლანა დელ რეი საქორწინო კაბაში დიზაინერებთან ერთად

82ee80b0-1273-4e01-a204-3c3c6c2c0c0e-1734772050.jpg

ლანა და ლუზიანელი გიდი ჯერემი დიუფრენი, რომელსაც მედიაში "ალიგატორებზე მონადირეც" შეარქვეს, ოთხი წლის წინ შეხვდნენ ერთმანეთს, როცა მომღერალი ალიგატორების ნაკრძალს სტუმრობდა. მათი რომანის შესახებ კი წელს აგვისტოში გავრცელდა ხმები, როცა ლანამ ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა და მალევე წაშალა.

80a7e237-d801-4dc6-b10b-5a7014e1bc38-1734771718.jpg

ქორწილიც ლუიზიანაში შედგა, დეს-ალემანდეს ყურესთან - სწორედ აქ აწყობს ვარსკვლვის ქმარი თავის პოპულარულ ტურებს ნავებით ჭაობებში, სადაც ალიგატორები ბინადრობენ.

8a52785e-cd4d-4912-8d7b-12f728b7a489-1734771718.jpg

ლანასთვის ეს პირველი ქორწინებაა, ჯერემისთვის - მეორე.