ჰოლივუდის ვარსკვლავმა, 37 წლის ბლეიკ ლაივლიმ სასამართლოში შეიტანა სარჩელი თავის პარტნიორზე, რომელთან ერთადაც ითამაშა 2024 წლის ფილმში "ყველაფერი ჩვენით დამთავრდება". ბლეიკი ამბობს, რომ 40 წლის ჯასტინ ბალდონი გადაღებებზე შეუფერებლად იქცეოდა.
ბლეიკის თქმით, ბალდონი (რომელიც არა მხოლოდ თამაშობს ფილმში, რეჟისორიც გახლავთ) მას აიძულებდა, თავი არაკომფორტულად ეგრძნო. გარდა ამისა, ის ბლეიკს აჩვენებდა შიშველი ქალების ფოტოებსა და ვიდეოებს, უამბობდა საკუთარ პორნოდამოკიდებულებაზე, ბაქიაობდა სექსუალური გამარჯვებებით და განიხილავდა მსახიობებისა და გადამღები ჯგუფის წევრების გენიტალიებს. თავად ბლეიკსაც ავიწროვებდა სექსუალურად და ასევე უსიამოვნო კომენტარებს აკეთებდა მის წონაზე.
ბლეიკმა გადაღების პროცესშივე გააპროტესტა ეს ყოველივე და საქმე იქამდე მივიდა, რომ საგანგებო თათბირი ჩატარდა, რომელსაც მსახიობის მეუღლე რაიან რეინოლდსი ესწრებოდა და ამ თათბირზე ბლეიკმა მოითხოვა, აღარ დაემატებინათ ინტიმური სცენები. საბოლოოდ შეთანხმება შედგა და ფილმიც გავიდა ბოლოში, მაგრამ გაქირავებაში ჩავარდა და ამის ძირითადი მიზეზი ჯასტინის და ბლეიკის კონფლიქტი იყო. ისინი არც პრემიერებზე ჩნდებოდნენ ერთად წითელ ხალიჩაზე. ასევე, ის, რომ მსახიობები სხვადასხვაგვარად მიუდგნენ ფილმში წამოჭრილ მთავარ პრობლემას - ოჯახურ ძალადობას. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ჯასტინი სწორედ ამ თემაზე იყო ფოკუსირებული, ბლეიკი კი საკუთარი გმირის ემოციურ სიღრმეებზე დარდობდა. საბოლოოდ ის ყველაზე მეტად დაადანაშაულეს ფილმის წარუმატებლობაში და იმაში, რომ მაყურებლამდე ვერ მიიტანა პრობლემის სიღრმე.
ახლა კი ბლეიკი ამტკიცებს, რომ ბალდონი მანიპულირებდა მისით და საზოგადოებრივი აზრით, რათა მისი რეპუტაცია დაენგრია. მან რამდენიმე გზავნილიც წარადგინა სასამართლოში, რომლებშიც ჯასტინი მას განადგურებით ემუქრება. ამასობაში ჯასტინის ადვოკატიც ამტკიცებს, რომ ლაივლი მის კლიენტს თავს ესხმის, რათა საკუთარი ჩავარდნილი როლი და რეპუტაცია აღიდგინოს და ტყული ბრალდებებით უკეთებს შავ პიარს. ადვოკატის თქმით, გადაღებებზე დაძაბული გარემო სწორედ ბლეიკის გამო იყო, რომელიც გამუდმებით აგვიანებდა და იმუქრებოდა, რომ უარს იტყოდა ფილმის წარმატებაში მონაწილეობაზე.