ბავშვობა ტრავმებისა და დაზიანებების გარეშე - მშობლები

ბავშვობა ტრავმებისა და დაზიანებების გარეშე

2024-12-23 12:31:42+04:00

პირველი ნაბიჯები და სამყაროს შეცნობა, საყვარელი თამაშების არჩევა და მეგობრებთან ერთად თავგადასავლების ძიება - ყველა ჩამოთვლილი აქტივობა ძალზედ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის და მისი სწორად განვითარებისთვის, მაგრამ ამ ყველაფერმა შეიძლება ტრავმების მიღებამდეც მიგვიყვანოს. დაჭიმულობა, ჩალურჯებები, ტრავმები, კუნთების და სახსრების ანთება - ჩვეულებრივი ამბავია ბავშვების და მოზარდების ცხოვრებაში. ამ ყველაფრის მიზეზებია - მოზრდილებთან შედარებით უფრო აქტიური ცხოვრების წესი და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა. სასურველია მშობლები მოემზადონ მსგავსი შემთხვევებისთვის და ყურადღება მიაქციონ ისეთი სამკურნალო საშუალების შერჩევას, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ბავშვებში და მოზარდებში.

ტრაუმელ S - შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ტრავმების, დაჭიმულობების, ჩალურჯებების და სხვა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანებების დროს. ტრაუმელ S-ის მალამო და გელი გამოიყენება ბავშვებში დაბადებიდან. ტრაუმელ S შეუძლია მოაგვაროს ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემები - მოხსნას ტკივილი და ანთებითი პროცესი.

დაზიანებას თან ერთვის ანთების განვითარება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ტკივილი, დაზიანების ადგილის შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა და სიწითლე. აღნიშნული არასასიამოვნო სიმპტომების ალაგებაში დაგვეხმარება ტრაუმელ S, მის შემადგენლობაში შემავალი ანთების საწინააღმდეგო კომპონენტების წყალობით. კომპლექსური შემადგენლობის წყალობით ტრაუმელ S ხელს უწყობს არა მარტო ანთების და ტკივილის კუპირებას, არამედ უზრუნველყოს ტრავმის შემდგომი აღდგენითი პროცესის დაჩქარებას. ტრაუმელ S-ის შემადგენლობაში შედის ბუნებრივი კომპონენტები, თითოეული მათგანისთვის კი დამახასიათებელია შესაბამისი სამკურნალო ეფექტი, ერთობლივად კი ისინი აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას.

ტრაუმელიS - თქვენი ბავშვის თავისუფალი მოძრაობისთვის!

traumeel-s-gel-ela-300dpi-1734942768.jpg

R