"სეკრეტ სანტა" სკოლებში
რამდენიმე წელია, წინასაახალწლო თამაშს "საიდუმლო სანტას" ბავშვები სკოლებშიც თამაშობენ. შეიძ₾ება ითქვას, მთელი ქვეყნის მოსწავლეები და, რა თქმა უნდა, მშობლები, ერთმანეთის საჩუქრების შერჩევით არიან დაკავებულნი. შესაბამისად, სოციალურ ქსელშიც ყოველ ჩნდება პოსტები ამ თამაშით უკმაყოფილო მშობლების და მასწავლებლებისა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბავშვთა ასაკისთვის ეს თამაში შესაფერისი არ არის.
"სეკრეტ სანტა", იგივე "საიდუმლო სანტა", გახლავთ თამაში, როცა მონაწილეებს კენჭისყრით ხვდებათ ერთმანეთი, ვისი საიდუმლო სანტებიც უნდა გახდნენ. კენჭისყრა ანონიმური რჩება მთავარ გათამაშებამდე. ამ დღეს კი ყველა სანტა კენჭისყრით ამოღებულ ადრესატს საჩუქარს ჩუქნის და ვინაობასაც ამჟღავნებს. სახალისო სცენარის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ "სანტაობას" მშობლებს შორის მომხრეების გარდა მოწინააღმდეგეებიც ჰყავთ. გთავაზობთ მშობლების აზრს ამ თამაშთან დაკავშირებით, რა ხდება უკმაყოფილების მიზეზი და რა არის ამ თამაშის საუკეთესო მხარე:
- "საერთოდ არაა საჭირო და არ უნდა იყოს სკოლაში დაშვებული. განათლების მიზნებს ჩახედეთ და გაიაზრეთ".
- "ეს განათლებას ხელს არ უშლის, პირიქით, ამ დროს ერთიანდებიან ფიქრობენ ერთმანეთზე და ფრიად სასიამოვნო მომენტებით ივსებიან... მე მოხარული ვარ. წელიწადში ერთხელ სეკრეტ სანტაა პრობლემა და ეს არაფრის მომცემი პროგრამა ნორმალურია?"
- "კარგი იქნება ეგ ყველაფერი, ბავშვები რომ თავიანთი ხელით გაკეთებულ საჩუქრებს ჩუქნიდნენ ერთმანეთს და არა მშობლის ნაყიდ რაღაცებს".
- "თამაშობენ და ძალიანაც მოსწონთ. ჩემი შვილები სხვისი საჩუქრის ყურებას არ იწყებენ, ვის რა მოუტანეს და ვინმეს მათზე უკეთესი ხომ არ შეხვდა. მაგას არასდროს ფიქრობენ და ვისაც მსგავსი გულისწყვეტა აქვს, იქნებ პრობლემა მშობლებშია? რატომ უნდა გააპრობლემო უწყინარი საახალწლო გართობა, არ მესმის. მთელი სიხარული პროცესშია და არა საჩუქარში".
- "კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამ აწ უკვე “ტრადიციად” ქცეული წესის მიმართ. სამწუხაროდ, უწევთ თამაში. ძალიან ბევრი ბავშვის გულისტკივილის, კამათის და უსიამოვნების მიზეზი გამხდარა ეს “ტრადიცია”.
- "თამაშობენ ჩემი შვილები, .ძალიან უხარიათ საჩუქრების გაღებაც და მიღებაც. ყველა თანაბარი თანხის საჩუქარს ყიდულობს და გული არავის სწყდება.ყველა თანასწორია".
- "სინამდვილეში ბავშვები ძალიან ხალისობენ და სიამოვნებთ ერთმანეთის გახარება !რასაც მშობლებზე ვერ ვიტყოდი"
- "ჩვენს სკოლაში დირექციამ აკრძალა".
- "თამაშობენ და ძალიან ხალისობენ, მომწონს, ერთმანეთს სათუთად და სიყვარულით ურჩევენ საჩუქრებს, ყველა კმაყოფილი და ბედნიერია"
- "ჩემთან ცხოვრობს შვილიშვილი, გოგონა, მე-9 კლასში სწავლობს. თავად თქვა უარი, მომწყინდა ერთფეროვნებაო.მე ეს ტრადიცია არასდროს მომწონდა, თუმცა უხერხულად ვიგრძენი თავი და ვთხოვე, ეთამაშა, რაზეც კატეგორიული უარი მივიღე.სიმართლე გითხრათ, გულის სიღრმეში მესიამოვნა."
- "არასოდეს არაა დაცული წესები და იწვევს უკმაყოფილებას. ეს რად მინდოდა, ეს არ მინდოდა ეს რა არის, და ასე შ. შეთანხმდნენ წინასწარ, ვის რა უნდა, აი მოთხოვნებს ვინ როგორ დააკმაყოფილებს, არ ვიცი ....გაუგებრობა და უკმაყოფილებაა საბოლოო შედეგი".
- "მშობელმა ისე უნდა აღზარდოს შვილი, რომ ეს არ მინდოდაო, არ უნდა იკადროს. ნებისმიერი საჩუქარი უნდა იყოს მისაღები და დაფასებული, ზოგადად დაფასება უნდა შეეძლოს, რომ სხვამ მასზე იზრუნა და მადლიერი უნდა იყო".
- "ალბაათ არა ცუდი ტრადიცია მაგრამ გარკვეული წესები უნდა იყოს დაცული და საჩუქრების თანხის ლიმიტი".
- "ლიმიტი დაწესებულია ყოველთვის, მაგრამ რატომღაც მარტო ერთი შოკოლადითაც შემოიფარგლებიან ხოლმე ან ერთი ცალი უკვე გამოყენებული ნაძვის ხის სათამაშოთი".
- "თვითონ მოითხოვეს ბავშვებმა და უხარიათ . ყველაფერს ნუ აპრობლემებთ."
- "ბავშვებს უხარიათ, მაგრამ შემდეგ იმედგაცრუება მოყვება, ზოგს ძვირად ღირებულ საჩუქრებს ჩუქნიან ,ზოგს არა(რადგან ბევრს არა აქვს საშუალება,დღევანდელი ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე) შემდეგ გული წყდება. უნდა იყოს რაღაც გარკვეული წესები."
- "ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ როგორც თავის შვილს გაახარებდა, ისე სხვა ბავშვი უნდა გაახაროს და გატეხილი სათამაშო ან სამგლოვიარო შავი ბაფთა არ უნდა გაუგზავნოს. რაც შენი შვილისთვის გემეტება, ის უნდა გემეტებოდეს სხვისთვის სანტაობაზე."
- "მომწონს. ჩვენს შემთხვევაში შევთანხმდით, რომ ბიუჯეტი ყოფილიყო მკაცრად შეზღუდული. რომ ყველას შეძლებოდა და მიეღო მონაწილეობა. ვიყავით მზად, რომ თუ ვინმე უსაჩუქროდ დარჩებოდა, ცალკე იმისთვისაც გვქონდა გამზადებული საჩუქარი…"
- "ძალიანაც მომწონსს.. უნდა იცოდნენ ელემენტარული კანფეტის ფასიც.. ეს არის მშვენიერი საშუალება. სხვანაირად ბედნიერები არიან და უხარიათ."
- "ტრადიცია ძალიანაც ლამაზია, ზღვარი და ზრდილობა რომ ვიცოდეთ... ერთეულების ცუდი ენის გამო გულისწყვეტა ხდება ხშირად."
- "როცა დათქვამ 30 ლარს და 10 ლარიან ჭიქას მოიტანენ, მეკეტება მაგ დროს".
- "რეალურად ვერაფერს მოიმოქმედებს ადამიანი შედეგად კი განერვიულებული ბავშვი გვრჩება ხელში."
- "არც სეკრეტ სანტა, არც მასწავლებლის ფულის აგროვება, არც ზეიმები და ფულების შეკრება, არც ფორმების ქირაობა - არაფერი მსგავსი ევროპის სკოლებში არ ხდება. საშინელი ტრადიციებია. მახსოვს, ბაღში ერთი გოგო იყო, უჭირდა და ფულს რომ ვერ დებდა, ყველა მასზე ჭორაობდა, არავის ქონდა კონტაქტი. "კუტოკებად" იყვნენ მშობლები. მეც ბევრჯერ მიმიტანია ბოლო კაპიკი ზეიმებზე და ფულის აკრებაზე და რაღაცებზე, რომ ჩემი შვილისთვის არავის დაეწყო ზემოდან ყურება."
- "სკოლებში არ არის მისაღები ჩემი აზრით ეს თამაში. უფრო საინტერესო ვერსიების მოფიქრება ჯობია საშობაოდ."
- "ვიღაცას მოსწონს საჩუქარი, ვიღაცას არ მოსწონს, მერე ხდება უკმაყოფილება".
- "ამ დროს მშობლები ტვინს იჭყლეტენ, რა უყიდონ ერთი, მეორე, მესამე რომელერთი შვილის თანაკლასელს. ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული და ძალიან უტაქტო გადაწყვეტილებაა ხშირად მასწავლებლის მხრიდან."
- "თქვენ რომ მათი თვალები და სახე დაგანახათ ?! ბედნიერებისგან ბრწყინავენ, ამ სიამოვნებას არ მოაკლებდით შვილებს!"
- "ზოგ ბავშვს არ მოსწონს და თუ უარს აცხადებს, ზემოდან უყურებს ყველა. ხომ აქვს უფლება ბავშვს, არ უნდოდეს და რატომ უნდა დააძალონ?!"
- "მოსწავლეებმა არ უნდა ითამაშინ, ჩემი აზრით, რადგან მათ არ აქვთ პირადი სახსრები და მშობელს უწევს დაფინანსება, მშობელს კიდევ ათასი საზრუნავი აქვს მაგის გარდა, გაიზრდებიან და როცა ექნებათ თავიანთი შემოსავალი, მაშინ ითამაშონ".
- "საქართველოში არ ვიმყოფებით. ჩემი შვილის სკოლაში "სეკრეტ სანტას” თამაშისას განსაზღვრული თანხა არის მასწავლებლის მიერ დაწესებული, 5-7€-მდე."
- "საქართველოში ვისაც ვკითხე, არ უთქვამთ განსაზღვრული თანხა."
- "ვფიქრობ, ყველამ ერთი ფასის უნდა შეიძინოს, რომ გულისწყვეტა არ იყოს, ვინმეს ბიუჯეტური საჩუქარი შეხვდეს."
- "ბავშვებს ძალიან უხარიათ და არც იმას ელოდებიან, ვინმეს მეტი ან ნაკლები შეხვდება".
- "არ მომწონს, რადგან ზოგიერთი ბავშვის ოჯახს ძალიან უჭირს და უხერხულში ვარდებიან."
- "მომხრე ვარ კრეატიული ან საკუთარი ხელით შექმნილი საჩუქრის. ძვირადღირებული საჩუქრის მომხრე არ ვარ."
- "ჩვენ ვითამაშეთ და ძალიან ბედნიერები და კმაყოფილები იყვნენ ყველა ბ.ავშვს არ უნდა ძვირადღირებული... ბლოკნოტი, კალამი, ბრელოკი და ფუმფულა პატარა სათამაშო უფრო აბედნიერებთ."
- "ერთმანეთზე ზრუნვა და გახარება დანაშაული ნამდვილად არაა".
- "ითამაშეს. ძალიან მხიარულობენ და ლამაზად ამახსოვრდებათ ყოველ წელს,უბრალოდ, მშობლები უნდა მოეშვან საჩუქრების ერთმანეთთან “დატოლებას” და შვილებსაც ასწავლონ იგივე.
- რა მარაზმია საჩუქრის ფასის ყურება".
- "წელიწადში ერთხელ ერთმანეთს თუ გაახარებენ ერთმანეთს, რა დაშავდება ამით. ერთმანეთზე ზრუნავენ და ისეთი სიყვარულით ურჩევენ საჩუქარს, რომ მე, როგორც ოთხი შვილის მშობელს, მათსავით მიხარია ეს პროცესი."
- "ითამაშა უფროსმა, რომელიც მე-6 კლასშია, მაგრამ არ მომწონს სკოლაში.ზოგი იმდენად გაუზრდელია და უხეში, პირდაპირ გეუბნება, რომ არმოსწონს საჩუქარი ან ქცევებით აგრძნობინებს და ბავშვებს გული სტკივათ."
- "ერთი-ორი ბავშვი ყოველთვის გულნატკენი რჩება. ამიტომ სკოლებში საერთოდ არ უნდა თამაშობდნენ სანტას."
- "ითამაშონ, გაერთონ, თუ მოსწონთ. რაარის ამაში ცუდი? ნეტავ სხვა რამეებით რითი ახარებთ?"
- "ოღონდაც ამოიძირკვებოდეს ეგ სისულელე რა."
- "არ მომწონს, მითუმეტეს, პატარებში. ვერ იაზრებენ და არც იციან, რომ ამ თამაშს არ აქვს ფასეული საჩუქრის დატვირთვა,ხდება გულისწყვეტა, ვიღაცამ ეს უყიდა, ვიღაცამ ის უყიდა..."
- "ამით ერთმანეთზე ზრუნვას სწავლობენ. საჩუქარს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, სიხარულით ჩუქნიან."