“დაჯგუფება “ნაცისტების“ წევრია, თურმე სტატუსი დაუწერია უნდა მოვკლაო“ - თბილისში 16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა: რას აცხადებენ დედა და მკურნალი ექიმი - მშობლები

“დაჯგუფება “ნაცისტების“ წევრია, თურმე სტატუსი დაუწერია უნდა მოვკლაო“ - თბილისში 16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა: რას აცხადებენ დედა და მკურნალი ექიმი

2024-12-24 19:04:13+04:00

თბილისში, 16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა. 16 წლის მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი. მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დანაშაული ზესტაფონის ქუჩაზე მოხდა. პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.

"კურიერი" დაჭრილის დედას და მკურნალ ექიმს ესაუბრა.

მშობელი კონკრეტულ დაჯგუფებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პირი, რომელიც მის შვილს თავს დაესხა, ნაცისტური დაჯგუფების წევრია. მისი თანმხლები პირები კი თავდასხმის მომენტში ნიღბებით იყვნენ.

დედის თქმით, დაახლოებით სამი წლის წინ, მის შვილსა და მოზარდს შორის კონფლიქტი მოხდა, თუმცა სკოლა შეიცვალეს და მას შემდეგ არ იყო არანაირი ნიშნები იმისა, რომ კონფლიქტი გრძელდებოდა.

  • როგორც დედა აღნიშნავს, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, მოზარდმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 16 წლის პირის მოკვლას აპირებდა, თუმცა მან ეს პოსტი მალევე წაშალა. განაგრძეთ კითხვა