თბილისში, 16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა. 16 წლის მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი. მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დანაშაული ზესტაფონის ქუჩაზე მოხდა. პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.
"კურიერი" დაჭრილის დედას და მკურნალ ექიმს ესაუბრა.
დედის თქმით, დაახლოებით სამი წლის წინ, მის შვილსა და მოზარდს შორის კონფლიქტი მოხდა, თუმცა სკოლა შეიცვალეს და მას შემდეგ არ იყო არანაირი ნიშნები იმისა, რომ კონფლიქტი გრძელდებოდა.