გიორგი გასვიანის და მარიტა მელიქიშვილის ვაჟი გალა 3 წლის გახდა. პატარა გალას მხიარული დაბადების დღე გადაუხადეს და სოციალურ ქსელშიც იღებენ მშობლები მილოცვებს.
გალას დაბადების დღე ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა ცნობილმა ნათლიამ - ანრი ჯოხაძემ.
გიორგი გასვიანი, რომელმაც შედარებით გვიან ასაკში შექმნა ოჯახი, ხშირად საუბრობს, რამდენად შეიცვალა მისი ცხოვრება და როგორი კარგი დედაა მარიტა.
"ჩემს თავს ხანდახან ვაკვირდები - ხომ არ შევიცვალე, თუ ისეთივე გიორგი ვარ-მეთქი? მგონი, ისევ ისე მაინტერესებს ყველაფერი, როგორც მანამდე. ხანდახან მაქვს შეგრძნება, რომ არ მახსოვს ის პერიოდი, როცა დაოჯახებული არ ვიყავი. რომელ ასაკშიც არ უნდა შექმნა ოჯახი, ნებისმიერ დროს ხარ ბედნიერი. მთავარია, ბედნიერების ყოველდღიური განცდა შეგეძლოს. პატარა ასაკში რომ დავოჯახებულიყავი, როცა მეტი პრობლემა მქონდა, როცა პროფესიულადაც არ ვიყავი ჩამოყალიბებული და წესიერად სახლიც არ მქონდა, რადგანაც დევნილი ვარ, ალბათ უფრო გამიჭირდებოდა. ამიტომაც არ ვქმნიდი.ჩვენი ურთიერთობა ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა, ერთმანეთისთვის ძალიან კომფორტული ადამიანები ვართ - ერთნაირად ვფიქრობთ, ერთნაირად ვაზროვნებთ. ეს ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია. თავისუფლად და კარგად ვგრძნობთ თავს. საერთოდ ჩვენს ურთიერთობაში მეგობრობას და გულშემატკივრობას დიდი ადგილი უჭირავს.... რეპეტიციას და გადაღებას რომ მოვრჩები, მაშინვე სახლში მივდივარ და გალას ამბებში ვერთვები. ვფიქრობ, ამაში ოჯახის ყველა წევრი უნდა მონაწილეობდეს. ბებიას და ბაბუას თავის ენერგეტიკა აქვს, მაგრამ მშობლების გარეშე ეს ამბავი არ შეიძლება, რადგანაც მშობლებზე ბავშვი ენერგეტიკულადაა მიბმული. თუ მათ სიახლოვეს არ გრძნობს, მერე სხვანაირი პროტესტი ეწყება, რაღაცებში ცუდად უვლინდება. ამიტომ, ვფიქრობ, მაქსიმალური ჩართულობაა საჭირო", - ამბობს გიორგი.