2024 წელი დასასრულს უახლოვდება. ტრადიციულად, დეკემბრის ბოლოსკენ უამრავი საქმე გროვდება და ვცდილობთ, ახალ წლამდე ყველაფერი მოვასწროთ. თუმცა, არის საქმეების ჩამონათვალი, რომლებიც უმჯობესია, დეკემბრის ბოლო კვირაში არ განვახორციელოთ, თუ არ გვსურს, რომ წარუმატებლობა და უიღბლობა მოვიზიდოთ:
წინასაახალწლო პერიოდში ბევრი ადამიანი ცდუნებას ვერ უძლებს და შემთხვევით ისეთი წვრილმანი ნივთებიც "შემოეყიდება", რომლებიც რეალურად არ სჭირდება. შესაძლოა, თანხა სრულიად არამიზნობრივად დახარჯოთ და მომავალშიც ფინანსური პრობლემები შეგექმნათ.
ჯობს, 31 დეკემბრამდე სპეციალისტთან ფეხსაცმელი შესაკეთებლად არ წაიღოთ. ითვლება, რომ ამ გზით 2025 წელს სიახლეებს დააბრკოლებთ და ახალი ნივთების შეძენაც გაგიჭირდებათ.
ითვლება, რომ ამ პერიოდში ფულის გასესხება ან სესხება სამომავლოდაც ფინანსურ პრობლემებს შეგიქმნით და მომავალ წელს წარმატების მოზიდვას შეაფერხებთ. ამიტომაც, შეეცადეთ, დეკემბრის ბოლო კვირა ფინანსური ვალდებულებების აღების გარეშე გაატაროთ.
თუ მომდევნო წელს დაქორწინებას გეგმავთ და წინასწარ ემზადებით, ჯობს, დეკემბრის ბოლო კვირაში საქორწილო კაბის შეკერვისაგან თავი შეიკავოთ. ითვლება, რომ საქორწილო კაბა იმ წელში უნდა შეიკეროს, როცა დაქორწინებას აპირებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ურთიერთობა გაფუჭდეს და ის ძველ წელს დარჩეს.
გახსოვდეთ, სურვილები უნდა ჩაიფიქროთ ან ჩამოწეროთ ახალი წლის დადგომიდან რამდენიმე (5-7) წუთში. აქცენტი გააკეთეთ საკუთარ თავზე, ჩამოაყალიბეთ პოზიტიური ფრაზები და ცუდი არ უსურვოთ არავის. მაგალითად, შეგიძლიათ, თქვენი ოცნებების შესახებ პატარა ფურცელზე ჩამოწეროთ, შემდეგ ეს ფურცელი დაწვათ და ფერფლი ჰაერში მიმოფანტოთ. ითვლება, რომ ამ გზით სამყაროს თქვენი სურვილების შესახებ გააგებინებთ და წარმატებასაც მოიზიდავთ. სურვილები უნდა ჩავიფიქროთ უშუალოდ ახალი წლის დადგომისას და არა იქამდე.