3 შვილის დედას ქმარმა ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა - ბავშვების თვალწინ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის დეტალები - მშობლები

3 შვილის დედას ქმარმა ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა - ბავშვების თვალწინ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის დეტალები

2024-12-27 11:43:30+04:00

24 წლის გალინა ნოზაძე, რომელსაც ქმარმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, კლინიკაში გარდაიცვალა. ის ჭიათურაში მამის გვერდით დაკრძალეს. სამი მცირეწლოვანი შვილის დედა თითქმის ერთი თვე კლინიკაში ებრძოდა სიკვდილს. ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ მის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ, მისთვის მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მედიკოსები უძლურები იყვნენ. 10 დეკემბერს გალინა კლინიკაში ისე გარდაიცვალა, რომ მომხდარის დეტალებზე ოჯახის წევრებთან არ უსაუბრია.

  • შეგახსენებთ, რომ უმძიმესი დანაშაული წელს, ნოემბერში, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოხდა. იმ საბედისწერო ღამით, ქმარმა ცოლს სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი თემურ ყარალაშვილი სამართალდამცავებმა იმავე დღეს დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 27 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო ამ საქმის სასამართლო განხილვა, მაგრამ რადგან გალინა გარდაიცვალა, პროცესი გადაიდო. სავარაუდოდ, დაკავებულს ბრალს დაუმძიმებენ და მას განზრახ მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ.

როგორ მოხდა ტრაგედია?! განაგრძეთ კითხვა