24 წლის გალინა ნოზაძე, რომელსაც ქმარმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, კლინიკაში გარდაიცვალა. ის ჭიათურაში მამის გვერდით დაკრძალეს. სამი მცირეწლოვანი შვილის დედა თითქმის ერთი თვე კლინიკაში ებრძოდა სიკვდილს. ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ მის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ, მისთვის მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მედიკოსები უძლურები იყვნენ. 10 დეკემბერს გალინა კლინიკაში ისე გარდაიცვალა, რომ მომხდარის დეტალებზე ოჯახის წევრებთან არ უსაუბრია.
ცოლზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი თემურ ყარალაშვილი სამართალდამცავებმა იმავე დღეს დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 27 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო ამ საქმის სასამართლო განხილვა, მაგრამ რადგან გალინა გარდაიცვალა, პროცესი გადაიდო. სავარაუდოდ, დაკავებულს ბრალს დაუმძიმებენ და მას განზრახ მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ.
როგორ მოხდა ტრაგედია?! განაგრძეთ კითხვა