ჯემრე არდა სერიალ "სიყვარულის ქარის" ვარსკვლავია. ამ ფილმმა მას არა მარტო კარიერული წინსვლა მოუტანა, არამედ საყვარელი მამაკაციც აპოვნინა.
ჯემრე 2002 წელს არის დაბადებული თურქეთის ქალაქ დენიზლში, საკმაოდ წარმატებულ ოჯახში. მამამისი ბიზნესმენია, დედა კი - მოდელიერი. ადრეულ ბავშვობაში მიხვდა, რომ შოუბიზნესის სფერო იტაცებდა. თავიდან ტანსაცმლის დიზაინერობას ფიქრობდა, დედის გავლენით, მერე კი მსახიობობაზე გადაერთო.
თავდაპირველად სარეკლამო რგოლებში მონაწილეობდა. მერე კი მწვანეთვალება გოგონა რეჟისორებმა შეამჩნიეს და სერიალებშიც გამოჩნდა.
ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა 2024 წლის სერიალმა "სიყვარულის ქარი", რომელშიც პარტნიორობა გაუწია უკვე ცნობილმა მსახიობმა გეკბერკ ილდირიმმა. წყვილის თანამშრომლური ურთიერთობა მალე გადაიზარდა სიყვარულში და ზაფხულში იქორწინეს კიდეც.