"ორი ბავშვი, ორი იმედი, ორი ოჯახის ტრაგედია..." - მარ­ნე­უ­ლი-ბოლ­ნი­სის გზა­ზე არას­რულ­წლო­ვნებს ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა - მშობლები

"ორი ბავშვი, ორი იმედი, ორი ოჯახის ტრაგედია..." - მარ­ნე­უ­ლი-ბოლ­ნი­სის გზა­ზე არას­რულ­წლო­ვნებს ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა

2024-12-30 21:58:42+04:00

არსებული ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურში, არასრულწლოვნებს ავტომობილი დაეჯახა. გავრცელებული ცნობებით, ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია და შექმნილია საცობი, რადგან სამართალდამცველები შემთხვევის ადგილის მიმართულებით ავტომობილებს არ უშვებენ.

როგორც ჟურნალისტი სამირა ბაირამოვა წერს, ავტომანქანა 4 ადამიანს დაეჯახა. 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ორის მდგომარეობა სტაბილურია.

"ორი ბავშვი, ორი იმედი, ორი ოჯახის ტრაგედია... ბოლნისის სოფელ ნახიდურში მანქანა დაეჯახა 4 კაცს, ორი ბავშვი გარდაიცვალა, ორის მდგომარეობა სტაბილურია..." - წერს სამირა ბაირამოვა.