გიო, რომელმაც ყულაბაში შეგროვილი თანხა ხანდაზმულებს აჩუქა, საახალწლო საჩუქრებით გაახარეს - რა აჩუქა პატარა ქველმოქმედს ხვიჩა კვარაცხელიამ? - მშობლები

გიო, რომელმაც ყულაბაში შეგროვილი თანხა ხანდაზმულებს აჩუქა, საახალწლო საჩუქრებით გაახარეს - რა აჩუქა პატარა ქველმოქმედს ხვიჩა კვარაცხელიამ?

2024-12-31 17:18:49+04:00

პატარა გიოს ამბავი, რომელმაც ყულაბაში მოგროვილი ფული - 70 ლარი, ხანდაზმულებს აჩუქა, უამრავმა ადამიანმა გაიგო. დანტესი ფოტოგრაფის მიერ გავრცელებული ვიდეო, თუ როგორ ხსნის გიო ყულაბას, სადაც ტელეფონისთვის აგროვებდა ფულს, ასი ათასობით ადამიაანმა ნახა. "მინდა ეს ვიდეო იყოს იმის მაგალითი რომ, ამ სამყაროში სიკეთე არსად და არადროს არ იკარგება", - ამ სახელწოდებით გაავრცელა ვიდეო დანტესმა.

ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და გიოს გახარების სურვილი ბევრმა ადამიანმა გამოთქვა. მათ შორის - ხვიჩა კვარაცხელიამ.
"გიოს ისევ ვესტუმრეთ ოჯახში და მისთვის გამოგზავნილი საჩუქრებიდა თანხა გადავეცით..."