გოგონას, რომელსაც დედამ ბავშვობა ჯოჯოხეთად უქცია, შვილი შეეძინა - მშობლები

გოგონას, რომელსაც დედამ ბავშვობა ჯოჯოხეთად უქცია, შვილი შეეძინა

2025-01-02 14:15:00+04:00

გოგონას, რომელსაც დედამ, გამოგონილი მიზეზებით, 23 წელი ეტლში გაატარებინა, შვილი შეეძინა. გოგონა ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე დაიბადა და მას ავრორა დაარქვეს.

ამერიკელი ჯიფსი როუზ ბლანშარის ამბავი მსოფლიოში ცნობილია. რვაწლიანი პატიმრობის შემდეგ ჯიფსი გასულ წელს გაათავისუფლეს. როგორც ცნობილია, მას დედამ 23 წელი ეტლში გაატარებინა და ჯანმრთელ ადამიანს უამრავ სამედიცინო პროცედურას თვითნებურად უტარებდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დედამისს დი-დი ბლანშარს მიუნჰაუზენის დელეგირებული სინდრომი ჰქონდა და ეს იყო მიზეზი მისი ქცევის. ეს ძალადობის იშვიათი ფორმაა, რომლის დროსაც ადამიანი იგონებს თავის ან ბავშვის ავადობას, რათა სხვების ყურადღება მიიპყროს.

როგორც კი წამოიზარდა, როუზმა ნელ-ნელა გააცნობიერა, რომ მის თავს რაღაც არანორმალური ხდებოდა. 23 წლის ასაკში კი ბოიფრენდთან ერთად დედის მკვლელობა დაგეგმა. მკვლელობისთვის მას 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა რვა წელიწადში გაათავისუფლეს და ახალი ცხოვრება დაიწყო. გოგონას დედის მკვლელობის გამო გაასამართლეს.

blansh-1-1720686435.jpg

ციხიდან გამოსულმა დამალვის ნაცვლად, საჯარო ცხოვრებას მიჰყო ხელი - ბლოგი წამოიწყო სოციალურ ქსელში, საკუთარი რეალითი შოუც აქვს ამერიკულ არხზე და თავის სიახლეებს ყველას უმხელს. ამჯერად გამოაცხადა, რომ ორსულად არის. მომავალი ბავშვის მამა კენ ურკერია, რომელიც როუზმა ჯერ კიდევ ციხეში ყოფნისას გაიცნო - პროგრამის მეშვეობით, რომელიც პატიმრებს აძლევს საშუალებას, დისტანციურად, მიმოწერით შეიძინონ მეგობრები. წყვილი დაინიშნა კიდეც. მოგვიანებით თითქოს დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა კვლავ ერთად არიან და როგორ ვნახეთ, წელს მშობლებიც გახდნენ.
როგორც თავად როუზმა თქვა, ორსულობა დაგეგმილი არ იყო. "ეს არ იყო დაგეგმილი, ძალიან მოულოდნელია, თუმცა ორივეს ძალიან გაგვიხარდა. ალბათ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ არ ვარ მზად დედობისთვის. თუმცა მე არ ვიცი, ვინმე არის კი ოდესმე მზად დედობისთვის? უბრალოდ მინდა, კარგი დედა ვიყო ჩემი შვილისთვის. არ მინდა ვიყო ისეთი, როგორიც იყო დედაჩემი", - ამბობდა როუზი.