"ალილო" პატარა ლიზა ჩიჩუას და თამრიკო ჭოხონელიძის შესრულებით - ლიზა ჩიჩუა საარქივო ვიდეოს აქვეყნებს - მშობლები

"ალილო" პატარა ლიზა ჩიჩუას და თამრიკო ჭოხონელიძის შესრულებით - ლიზა ჩიჩუა საარქივო ვიდეოს აქვეყნებს

2025-01-07 22:20:31+04:00

ლიზა ჩიჩუა, რომელიც ამჟამად ორსულობის მეცხრე თვეშია და მეორე შვილს ელოდება, საშობაოდ უნიკალურ კადრებს ავრცელებს - თუ როგორ ასრულებდა შობას "ალილოს" მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად.

ცნობილია, რომ ბავშვობაში ლიზა აქტიურად მღეროდა. მისი ოჯახის წევრებმა - ექიმმა მშობლებმა და და-ძმამ, სიმღერისა და ცეკვის ნიჭი არაერთხელ გამოავლინეს სატელევიზიო გადაცემებში თუ თავად ლიზას ქორწილში, რომელიც ნამდვილ კონცერტს ჰგავდა. მოგეხსენებათ, ლიზას მეუღლე, ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია, უკრაინული "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალისტია, შესაბამისად, არაჩვეულებრივად ცეკვავს და მას და ლიზას საოცარი ტანდემი გამოუვიდათ საკუთარ ქორწილში.

ლიზა ჩიჩუას საახალწლო ფოტოსესია ორსულობის მეცხრე თვეში
ულამაზესი ვარდების თაიგული, ცოლ-ქმრის ცეკვა, ცნობილი სტუმრები და გრანდიოზული წვეულება ლიზა ჩიჩუას დაბადების დღის აღსანიშნავად (ვიდეო)
სიძე-პატარძლის ლიბერტანგო და ქართული და გილიგაშვილთან ერთად აცეკვებული სიდედრი - კადრები ირაკლი მაქაცარიას ქორწილიდან