ჯესიკა ალბა ქმრის გამუდმებული ღალატით დაიღალა და 16-წლიანი ქორწინების შემდეგ შორდება - მშობლები

ჯესიკა ალბა ქმრის გამუდმებული ღალატით დაიღალა და 16-წლიანი ქორწინების შემდეგ შორდება

2025-01-10 08:40:04+04:00

ბოლო პერიოდია ჰოლივუდის მსახიობი ჯესიკა ალბა აღარ ჩნდება ქმრის - იტალიელი პროდიუსერის კეშ უორენის გვერდით და არც ნიშნობის ბეჭედს ატარებს. ისინი, ვინც იცნობენ წყვილს, ამბობენ, რომ ჯესიკაა ძალიან დაიღალა ქმრის ღალატით და 16-წლიანი ქორწინების შემდეგ განქორწინება გადაწყვიტა.

dbca95cd6e5e951bcd538bf188fc18c8-cropped-510x546-1736485090.webp

43 წლის მსახიობს და 45 წლის პროდიუსერს 3 შვილი ჰყავთ. წყვილი მალე დაიწყებს განქორწინების პროცესს, თუმცა ვარსკვლავების წარმომადგენლები ჯერ არ აკეთებენ კომენტარს.

3600x5000-0xvqehrtjx-8495947161530877886-1736485089.jpg

წყვილმა ურთიერთობა 20 წლის წინ - 2004 წელს დაიწყო ფილმ "ფანტასტიური ოთხეულის" გადაღებებზე. მაშინ კეში რეჟისორის ასისტენტი იყო. ჯესიკას ყურებამდე შეუყვარდა იტალიელი მამაკაცი. ამბობდა, რომ ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. ხელის თხოვნის ცერემონია კი 2007 წელს შედგა, როცა ჯესიკა პირველ შვილზე დაფეხმძიმდა.

1133x1280-0ximnyahuw-1380522090009185409-1736485089.jpg
ქორწინების შემდეგ ჯესიკა ხშირად აქვეყნებდა ბედნიერ ფოტოებს, სამი შვილიც გააჩინა, თუმცა ამბობდნენ, რომ ქმარს წყობიდან გამოჰყავდა გამუდმებული ღალატით. რამდენჯერმე თითქოს გაიყარნენ კიდეც, მაგრამ მერე შერიგდნენ. თუმცა ამბობენ, რომ ახლა ჯესიკამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

06e93aa3d759bc90caf8a92a96b42980-1736485089.jpg