ბოლო პერიოდია ჰოლივუდის მსახიობი ჯესიკა ალბა აღარ ჩნდება ქმრის - იტალიელი პროდიუსერის კეშ უორენის გვერდით და არც ნიშნობის ბეჭედს ატარებს. ისინი, ვინც იცნობენ წყვილს, ამბობენ, რომ ჯესიკაა ძალიან დაიღალა ქმრის ღალატით და 16-წლიანი ქორწინების შემდეგ განქორწინება გადაწყვიტა.
43 წლის მსახიობს და 45 წლის პროდიუსერს 3 შვილი ჰყავთ. წყვილი მალე დაიწყებს განქორწინების პროცესს, თუმცა ვარსკვლავების წარმომადგენლები ჯერ არ აკეთებენ კომენტარს.
წყვილმა ურთიერთობა 20 წლის წინ - 2004 წელს დაიწყო ფილმ "ფანტასტიური ოთხეულის" გადაღებებზე. მაშინ კეში რეჟისორის ასისტენტი იყო. ჯესიკას ყურებამდე შეუყვარდა იტალიელი მამაკაცი. ამბობდა, რომ ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. ხელის თხოვნის ცერემონია კი 2007 წელს შედგა, როცა ჯესიკა პირველ შვილზე დაფეხმძიმდა.