ბათუმში მოზარდი დაიკარგა, რომელსაც უკვე რამდენიმე საათია უშედეგოდ ეძებენ. ალექსანდრე მიქელაძის გაუჩინარების შესახებ წერენ მისი ახლობლები და ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა.
"2025 წლის 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ალექსანდრე მიქელაძე!
პირადი ნივთები და ტელეფონი იპოვეს ზღვის სანაპიროზე!
გთხოვთ, ნებისმიერი სახის ინფორმაცია შეატყობინოთ შესაბამის ორგანოებს ან ოჯახს (555105500, 599451122)"