"შენი გაცნობის დღიდან წამითაც არ შემპარვია შენში ეჭვი! გილოცავ, მერაბ - შევხვდებით საქართველოში“, - წერს UFC-ს ჟურნალისტი, "ნინა დრამა" და სოციალურ ქსელში, მებრძოლთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.
დღეს, UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა ქამარი დაიცვა. საჩემპიონო ბრძოლაში ის დაღესტნელ უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდა. 5-რაუნდიანი დაძაბული ბრძოლა მერაბ დვალიშვილის უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი რაუნდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მებრძოლებმა რამდენიმე დარტყმა გაცვალეს, მსგავსად წარიმართა მეორე რაუნდიც. მესამე რაუნდში მერაბის უპირატესობა გამოიკვეთა, დვალიშვილმა დაღესტნელი მეტოქე ორჯერ პარტერში გადაიყვანა.
საბოლოოდ, მსაჯთა გადაწყვეტილებით გამარჯვება მერაბ დვალიშვილმა მოიპოვა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.
ვინ არის ქალი, რომელიც ხშირად ჩნდება მერაბ დვალიშვილის გვერდით და ქართველი გულშემატკივრები სარძლოს ეძახიან?
ნინა მარი დანიელი, ცნობილია როგორც "ნინა დრამა", ის ჟურნალისტი და UFC-ს პრომოუტერია, რომელიც ქმნის სხვადასხვა გასართობ კონტენტს MMA-ს შესახებ. ის და მერაბ დვალიშვილი ცხოვრებაში მეგობრები არიან და მათ ერთად ჩაწერეს რამდენიმე ვიდეო, სადაც ვარჯიშობენ. როცა მერაბმ შონ ო'მალის დაამარცხა, ნინამ დაწერა: "შენ არ ხარ ნორმალური. შენ ჩემპიონი ხარ. ყველას დაუმტკიცე, რომ ცდებოდნენ". განაგრძეთ კითხვა