მეხსიერება და მასთან დაკავშირებული პრობლემები 21-ე საუკუნის ადამიანისთვის საკმაოდ პრობლემულ საკითხად იქცა. ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბავშვთა ნევროლოგმა, თამარ ედიბერიძემ მეხსიერებასთან დაკავშირებულ რამდენიმე კითხვას Mhoblebi.ge-თან საუბრისას უპასუხა.
- ესენია, ერთი მხრივ, ენდოგენური, ორგანიზმის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები; რა თქმა უნდა, ასაკი - დროთა მანძილზე ყველამ ვიცით, რომ ტვინის სისხარტე გარკვეულწილად იკლებს. ძილის დეფიციტი - მნიშვნელოვანია როგორც ხანგრძლივობის, ისე ხარისხის კონტროლი. ასაკის შესაბამისი განმავითარებელი აქტივობების დეფიციტი, ან მათი არარეგულარულობა. ამ ყველაფერს ერთიანობაში და კომპლექსურად აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ადამიანის ინდივიდუალური რესურსის გათვალისწინებით. მხოლოდ ერთი კომპონენტის ხანმოკლედ გამოვარდნას უხეში დარღვევები არ მოსდევს, თუმცა დროში გახანგრძლივება პროგნოზს აუარესებს.
- ასაკთან ერთად ახალი ინფორმაციის დასწავლისა თუ უკვე ნასწავლი ინფორმაციის გახსენების სისწრაფე შედარებით იკლებს. თუმცა, ეს ცვლილება არ უნდა ხორციელდებოდეს ნახტომისებურად და მეტისმეტად მოკლე დროში. ჩვენს ყოველდღიურობაში არსებობს სხვადასხვა მნიშვნელობის და აქტუალობის მქონე მოვლენები და დეტალები. თუ მთავარი და წამყვანი დეტალების დავიწყებამ რეგულარული სახე მიიღო, ეს აისახება შესასრულებელი სამუშაოს ხარისხზე, გარკვეული დეტალების განმეორებით შესრულება და გადამოწმებაა საჭირო, მით უფრო, თუ გვაქვს დამატებითი რისკ ფაქტორები ამ მიმართულებით, მიზანშეწონილია დროულად გავიაროთ კონსულტაცია სპეციალისტებთან და თვითნებურად არ გავაკეთოთ დასკვნები. კონკრეტულად მეხსიერების მახასიათებლების შესაფასებლად უნდა მივმართოთ ნეიროფსიქოლოგს. თუმცა, პრობლემის კომპლექსური შესწავლისთვის, ორგანული და არაორგანული მიზეზების გამოსაძიებლად და მით უფრო მკურნალობის თუ რეაბილიტაციის დასაგეგმად, როგორც წესი, საჭირო ხდება ხოლმე ნევროლოგის, ფსიქიატრის და რიგ შემთხვევებში სხვა სპეციალისტების ჩართულობა.
- არსებობენ პრეპარატები, რომელებიც გარკვეული ქრონიკული მდგომარეობების დროს, მაგალითად თავის ტვინის სისხლმომარაგების დარღვევის ფონზე, აუმჯობესებენ ტვინის სისხლით და ჟანგბადით მომარაგებას და დადებითად აისახებიან ამ მიზეზით გაუარესებული მეხსიერების მახასიათებლებზეც. ანუ, თუ ცნობილია მეხსიერების გაუარესების კონკრეტული მიზეზი და არსებობს ამ მიზეზის შესაბამისი თერაპია - პრეპარატების გამოყენება გამართლებულიცააა და რეკომენდებულიც. თუმცა, იმ მასშტაბებით, რა მოცულობითაც მსგავსი პრეპარატების რეკლამა და მით უფრო პრევენციის მიზნით გამოყენება ხდება - ეს ნამდვილად მითია.
- რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი - გონების სისხარტის და კარგი მეხსიერების ხანგრძლივი შენარჩუნებისთვის აუცილებელია: ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სხვადასხვა ქრონიკული მდგომარეობების პრევენცია, სწორი კვება, ადეკვატური და რეგულარული ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი ძილი, განმავითარებელი აქტივობებით თავის ტვინის რეგულარული ვარჯიში - ახალი ინფორმაციის მიღება და უკვე არსეული ინფორმაციის გახსენება. რა თქმა უნდა, თავად ორგანიზმის ინდივიდუალური რესურსიც ძალიან მნიშვნელოვანია.