ჩვილების მოპარვის საქმეზე ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში არაერთი მძიმე ისტორია მოვისმინეთ. როგორ ატყუებდნენ მშობიარობის შემდეგ ქალებს, რომ მათი შვილი დაიღუპა, ჩვილებს კი გარკვეულ ფასად უშვილო წყვილებზე ყიდდნენ.
ჩვილების გაყიდვის საქმე არაერთი ქვეყნისთვის იქცა ტრაგედიად, განსაკუთრებულად ბოლო წლებში, როდესაც უამრავი ადამიანი იკეთებს დნმ-ის ანალიზს და ამ გზით ბიოლოგიურ მშობლებს პოულობენ. დიდი ნაწილი არკვევს, რომ მათ შვილი გარდაცვლილი ეგონათ.
მსგავსი შემთხვევები ხშირია ჩინეთშიც, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, იქ მცირეწლოვან ბავშვებს იტაცებენ და ყიდიან. მაგალითად 2021 წელს, ქორწილში მომხდარმა ფაქტმა, მსოფლიო შეძრა, როდესაც საქმროს დედამ 20 წლის წინ დაკარგული საკუთარი ქალიშვილი იპოვა და ის მისი მომავალი რძალი აღმოჩნდა. საქმროს დედა ერთდროულად გახდა სიდედრი და დედამთილიც. ჩინეთში ბავშვების გატაცება და მშობლებისგან განშორება რეალურ პრობლემად იქცა. ძებნას მრავალი წელი სჭირდება, მაგრამ ვინც იმედს არ კარგავს, შეუძლია შვილის პოვნა.
ჩინური ქორწილი წარმოუდგენელი დასასრულით
2021 წელს ჯიანსუს პროვინციის სუჟოუში ქორწილი კინოს ჰგავს. ცერემონიის დროს საქმროს დედამ პატარძლის ხელზე ზუსტად ისეთი ნიშანი შენიშნა, როგორიც 20 წლის წინ მის გაუჩინარებულ ქალიშვილს ჰქონდა. საქმროს დედა ძალიან შეძრწუნდა და დაუყოვნებლად ჰკითხა პატარძლის მშობლებს, იყო თუ არა გოგონა მათი ბიოლოგიური ქალიშვილი. წყვილი შოკში ჩავარდა, რადგან არავინ იცოდა საიდუმლოს შესახებ და გაუკვირდათ, როდესაც მსგავსი კითხვა დაუსვეს. საქმროს დედის თქმით, 20 წლის წინ, მათი ქალიშვილი გაუჩინარდა და ვეღარ იპოვეს. პატარძლის დედამ აღიარა, რომ მრავალი წლის წინ გზის პირას გოგონა აიყვანეს და ის მათთვის ქალიშვილი გახდა. განაგრძეთ კითხვა